"საბურთალომ" თურქულ შეკრებაზე რუმინული გუნდი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დედაქალაქურმა "საბურთალომ", რომელიც თურქულ შეკრებაზე იმყოფება, პირველი ამხანაგური მატჩი რუმინეთის უმაღლესლიგელ "კონკორდიასთან" გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში სამი ბურთი გავიდა. 50-ე წუთზე მეტოქე დაწინაურდა, თუმცა უკანასკნელ ათ წუთში საბურთალოელებმა ორჯერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწიეს.

82-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გაათანაბრა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა თბილისელთა შემადგენლობაში. ტატანაშვილმა ძლიერი დარტყმით მეკარეს აუღებელი დაურტყა. მატჩის მიწურულს კი თავური დარტყმით ნადარაიამ შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა.

მატჩში, ტატანაშვილის გარდა, პირველად მოირგეს კლუბის მაისურა გიორგი სომხიშვილმა და
თორნიკე გორგიაშვილმა
. ასევე დებიუტი ჰქონდა პირველ გუნდში გიორგი ჯინჯოლავას, რომელიც გასულ სეზონში "საბურთალო-2"-ში ასპარეზობდა.

გარკვეული პაუზის შემდეგ "საბურთალოს" შემადგენლობაში ითამაშა ბრაზილიელმა ვაგნერ გონსალვესმა. ასევე, კარგახნიანი პაუზის შემდეგ მინდორს დაუბრუნდა სანდრო ალთუნაშვილიც, რომელიც მეორე ტაიმიდან ჩაერთო თამაშში.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, პირველი ნახევარი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, მეორე ნახევარი კი მთლიანად საბურთალოელთა უპირატესობით ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისელები ორჯერად ვარჯიშებზე არიან გადასულები და დიდი დატვირთვების ფონზე ითამაშეს, პირველი საკონტროლო მატჩიდან გამომდინარე, მთლიანობაში ნორმალური შთაბეჭდილება დატოვეს.

გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები თურქეთში მორიგ შეხვედრას 25 იანვარს გამართავენ. მეტოქე ასევე რუმინეთის უმაღლესლიგელი "სეპსი" იქნება.

საბურთალო (პირველი ტაიმი):
ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ლაკვეხელიანი, მამუჩაშვილი, გორგიაშვილი, ვაგნერი, გვარაძე, ვოლკოვი, კოხრეიძე.

მეორე ტაიმი: სომხიშვილი, ჩაბრაძე, ცნობილაძე, გრიგალაშვილი (ჯინჯოლავა 60), ნადარაია, ალთუნაშვილი, თარხნიშვილი, კოხრეიძე, მალი, ტატანაშვილი, ვოლკოვი.

წყარო: "საბურთალოს" "ფეისბუქგვერდი"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მთვარიდან ვერ გადაიღეთ?
გაგა
21:04 22-01-2018
0
ძალიან კარგია მაგრამ, შეკრებაზე ბევრი სახელოვანი გუნდი დაგვიმარცხებია. მოვა ევროთასები და ტრენჩინები და ეგეთები გვემართება. იგივე კონკორდია რომ შეხვდეს თასზე საბურთალოს (სამწუხაროდ მგონი საბურთალო არ არის თასებზე) შესაძლოა გაგვხიოს შუაზე
0

სიახლეები პოპულარული