ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"რუსთავი" პაპავათი და გორელიშვილით გაძლიერდება

AutoSharing Option
"რუსთავი" ახალ სეზონში ორ ნახევარმცველს, გიორგი პაპავასა და მიხეილ გორელიშვილს დაიმატებს.

პაპავა 24 წლისაა, თამაშობდა თბილისის "დინამოში", "ნეა სალამინაში" და გორის "დილაში", 3 მატჩი აქვს ჩატარებული საქართველოს ნაკრებში.

გორელიშვილიც 24 წლისაა, ასპარეზობდა გორის "დილაში", "რუბინში", "ჩერტანოვოში", "ტოსნოში", "მიკაში", "ოლიმპიეცში" და ბათუმის "დინამოში". ის რუსეთის მოქალაქეა.