ახალი ქართული კლუბი "სპაერი", რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა

AutoSharing Option
''სპაერი'' სულ ერთი წელია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბაზაზე შეიქმნა.

კლუბს ხუთი დამფუძნებელი ჰყავს,  რომლებმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყეს. გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა მაისურაძეა, ხოლო თანაშემწე - ლევან ჩხაიძე.

Sportall.ge სწორედ ჩხაიძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- საიდან გაჩნდა გუნდის შექმნის იდეა და როგორ შეიქმნა კლუბი?..
- გუნდი ერთი წელია შეიქმნა და ამდენივე ხანია, რაც პროფესიონალურ დონეზე გამოდის.

"სპაერი" სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდია. მე-5 ლიგაში გამოსვლ
ამდე, გუნდი სამოყვარულო ლიგაში თამაშობდა. ახლა კი მე-4 ლიგის საგზური მოვიპოვეთ და მომავალ წელს ამ დივიზიონში გავატარებთ.

- გუნდის ფეხბურთელებზე რომ გვითხრათ... ვინ შეადგენს კლუბის ბირთვს?
- კლუბში თამაშობს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებსაც თამაშს თავი დანებებული ჰქონდათ და ახლიდან დავაწყებინეთ კარიერა.  წელს კიდევ 4-5 ფეხბურთელი დავიმატეთ.

ჩვენი მიზანი მე-3 ლიგაში გადასვლა იქნება. ჩვენთან ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, ყველანაირი პირობაა და ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ.

- ვინ ასპონსორებს გუნდს, საიდან მოდის ფინანსები?
- კლუბს რამდენიმე დამფუძნებელი ჰყავს, ერთ-ერთი მეც ვარ. ანზორ ძუბინიძე მთავარი დამფუძნებელია, კახა მაისურაძე და კიდევ 2 პიროვნება ჩემთან ერთად, რომლებმაც კლუბი დავაფუძნეთ.

ხუთი დამფუძნებელი ვართ და ჩავდეთ ჩვენი სახსრები, რომ გაგვეკეთებინა გუნდი. ახლა პლუს, გვეხმარება სახელმწიფო და ვიმედოვნებთ, რომ უფრო წინ წავალთ და უფრო მეტ დახმარებას მივიღებთ.

- როგორც ვიცით, ახალი სტადიონი გააკეთეთ...
- კი, ახალი სტადიონი გვაქვს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ახლოს მდებარეობს.

მოედანზე ხელოვნური საფარი არის დაგებული. ახლა იწყება ტრიბუნის გაკეთება და ის იქნება უმაღლესი დონის სტადიონი, თავისი გასახდელებით და ყველაფრით.

სტადიონი განთავსებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბაზაზე. იქ არის ტრენაჟორები, სასტუმრო, სასადილო... ახლა გაკეთდა სტადიონი და ასევე არის მინი-მოედანიც. მოკლედ, იდეალური პირობებია შექმნილი.

- მე-5 ლიგაში ასპარეზობდით გასულ სეზონში და რომ მოგვიყვეთ, რა ხდება ლიგაში...
- მე-5 ლიგა საკმაოდ დაბალი დონისაა და ძირითადად, დამწყები ფეხბურთელები თამაშობენ. წელს ვფიქრობ, რომ მე-5 ლიგა ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე შარშან იყო.

მინდა გამოვყო ერთი გუნდი "თბილისი", რომელსაც საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავდა და მე-4 ლიგაში ჩვენთან ერთად გადმოვიდა.

- "სპაერის" მიზანი რა იქნება მომავალში... არის თუ არა თქვენი პროექტი გრძელვადიანი?
- ჩვენი მიზანია, პირველ რიგში, მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა. ჩვენ ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. მომავალი წლიდან გაკეთდება მე-2 გუნდი და ბავშვთა ფეხბურთსაც მივაქცევთ ყურადღებას.

წელს ჯერ მაგის სახსრები არ გვქონდა. ახლა უფრო ძლიერი ფეხბურთელების დამატებას ვაპირებთ, თუმცა, როგორც გითხარით, ბავშვთა ფეხბურთსაც დიდი ადგილი დაეთმობა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სახელმწიფოს დახმარების იმედი გვაქვსო, კიდე ერთი კლუბი გვეყოლება სარჩენი ქართველ ხალხს, თუ ბიზნესი მიხედავს ამ კლუბს წარმატებები თუ არადა თავი დაგვანებონ ხალხს
1
ფული არ ააქვთ , დიდხანს გაძლებენ? ღმერთმა ხელი მოუმართოთ
თენგიზი
21:08 18-01-2018
1
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2018
#
გუნდი
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0
0