თბილისის "დინამო" უკრაინელმა ფორვარდმა დატოვა

AutoSharing Option
უკრაინელი ფორვარდი მიკოლა კოვტალიუკი თბილისის "დინამოში" აღარ იასპარეზებს.

კლუბის ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა ეს გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს.

კოვტალიუკი თბილისის "დინამოში" გასული ეროვნული ლიგის პირველი წრის შემდეგ, ფოთის "კოლხეთიდან" გადავიდა.

იგი ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ბომბარდირიც იყო, თუმცა "დინამოში" არცერთი გოლი არ გაუტანია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული