მსოფლიოს საუკეთესო 400 კლუბს შორის 3 ქართული გუნდია

AutoSharing Option
ფეხბურთის საერთაშორისო სტატისტიკისა და ისტორიის ფედერაციამ 2017 წლის სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა.

საუკეთესო კლუბებს შორის სამი ქართული გუნდიც მოხვდა.

201 პოზიციით წაიწია წინ ქუთაისის "ტოპედომ". იმერლებმა 2016 წელი 512-ე პოზიციაზე დაასრულეს, ახლა კი 311-ე ადგილზე იმყოფებიან.

17 პოზიციით დაწინაურდა და 352-ე პოზიციაზე გადაინაცვლა საჩხერის "ჩიხურამ", რომელმაც გასულ წელს 369-ე ადგილი დაიკავა.

ერთბაშად 106 საფეხურით დაიხია უკან თბილისის "დინამომ" და ახლა 382-ე ადგილზე იმყოფება. 2016 წელი მათ 276-ე პოზიციაზე დაასრულეს.

რაც შეეხება 2017 წლის საუკეთესო 10 გუნდს:

1) მადრიდის რეალი (ესპანეთი)
2)
გრემიო (ბრაზილია)
3) მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
4) ბარსელონა (ესპანეთი)
5) პსჟ (საფრანგეთი)
6) ფლამენგო (ბრაზილია)
7) ტურინის იუვენტუსი (იტალია)
8) მიუნხენის ბაიერნი (გერმანია)
9) მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
10) ზალცბურგი (ავსტრია)
მკითხველის კომენტარები / 7 /
სტატისტიკის არ ვიცი და რეალურად ჩვენი გუნდები 3000 თუ მოხვდებიან, საკითხავია. დავთვალოთ. ინგლისის 4 დივიზიონის გუნდებს ნაღდად ვერ აჯობებენ - ეს 100. ამდენივე ესპანეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, სულ მცირე 50-50 რუსეთიდან, პორტუგალიიდან, თურქეთიდან, 30-30 დანარჩენი ევროპიდან და ა.შ. იქით ბრაზილია, არგენტინა მექსიკა,იაპონია. მოკლედ ... 10 ათასში კი ბატონო, ალბათ, ვიქნებით.
2
საუკეთესო 400 გუნდი ცოტაა თქვე კაი ხალხო, საუკეთესო 4000 გუნდი ჯობია, უფრო შთამბეჭდავი იქნება :)
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული