"საბურთალოს" ამბები: 1 ახალწვეული, რუმინული და ბულგარული ტესტ-მატჩები

AutoSharing Option
დედაქალაქური "საბურთალო", რომელიც აგრძელებს მზადებას ახალი სეზონისთვის, 17 იანვარს თურქეთის ქალაქ სიდეში გაემგზავრება, სადაც ორი კვირის განმავლობაში დარჩება.

გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები, როგორც გასულ წელს, წლეულსაც სასტუმრო "სენსიში" დაბინავდებიან.

თბილისელები, პარალელურად, ამხანაგურ შეხვედრებს გამართავენ. 20 და 25 იანვარს რუმინეთის უმაღლესლიგელ კლუბებს - "კონკორდიასა" და "სეპსის" დაუპირისპირდებიან, ხოლო პირველ შეკრებას 29 რიცხვში ბულგარეთის უმაღლესლიგელ "ბოტევთან" თამაშით დაასრულებენ.

კლუბთან ერთად შეუდგება ვარჯიშს გურამ გოშთელიანი, რომელმაც ტრავმის გამო დიდი დრო გამოტოვა.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც "საბურთალოს" ეხება: გუნდში ჩაირიცხვა გამოცდილი მეკარე გიორგი სომხიშვილი.

37
წლის სომხიშვილი თბილისურ კლუბში ერთი წლის განმავლობაში ითამაშებს. სომხიშვილი ბოლოს ქობულეთის "შუქურას" შემადგენლობაში ასპარეზობდა.

"საბურთალო" შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით მიემგზავრება:

  • ლაზარე კუპატაძე, ბექა ქურდაძე, გიორგი სომხიშვილი, ნიკოლოზ მალი, ნოდარ იაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე, გაგი მარგველაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა, ლუკა ლაკვეხელიანი, ცოტნე ნადარაია, თორნიკე თარხნიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ელვინ ტერა, ბექა გვარაძე, თორნიკე გორგიაშვილი, გონსალეს ვაგნერი, გიორგი დიასამიძე, გიორგი ხარაიშვილი, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი კოხრეიძე, დავით ვოლკოვი, გურამ გოშთელიანი.

"საბურთალოს" "ფეისბუქგვერდი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული