გია გეგუჩაძე: ბათუმის "დინამოს" შესაძლო მფლობელზე ვერაფერს გეტყვით

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" ჩაიბარა.

თუმცა, ოფიციალურად აღნიშნული საკითხი კლუბს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

ასევე საინტერესოა თუ რა ეტაპზეა "დინამოს" გაყიდვის საკითხი.

sportall.ge გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და ამ თემებზე გაესაუბრა.

"ბათუმის "დინამოსთან" შეთანხმება მიღწეულია, თუმცა, იურიდული მხარეა მოსაგვარებელი და ოფიციალურად ამის შემდეგ გაცხადდება.

ვინ იქნება ბათუმის "დინამოს" მომავალი მფლობელი ამ კითხვაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ.

ასევე ვერ გეტყვით თუ ვისთან გავმართე მე მოლაპარაკებები. უბრალოდ, არსებობს ერთი კონკრეტული პიროვნება, რომელთანაც მე მოლაპარაკებები გავმართე.

რაც შეეხება გუნდის სამომავლო შემადგენლობას, როდესაც ბათუმში
ჩავალ და დავიწყებ მუშაობას, ახლოს ვნახავ ყველაფერს, მერე შეიძლება დავგეგმოთ ვინ მოვიყვანოთ, ან ვინ შეიძლება გავუშვათ", - აღნიშნა გეგუჩაძემ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე თუ მართლაც პერსპექტივა აქვს ამ გუნდში 3 წლით დარჩენის მაშინ მისი მიზანი არამხოლოდ ეროვნულ ლიგაში დაბრუნება არამედ თასის მოგებაც და თასის წაყალობით ევროპა ლიგაზე გასვლაა რაც თუ მოინდომა ნამდვილად ხელს შეუწყობს აჭარის მთავრობა და ააფინანსებს ვიცი რადგან აჭარულ კლუბებს ყოველთვის აფინანსებდნენ მაგრამ აქ უკრაინელები მოყავდათ რემელტაგანაც თითქმის არცერთი ამართლებდა კიდე ის ბრაზილიელი კიდე კენედი ნვავანგვა და ასეთები ხოლო შუქურაში ვიგაც ბრაზილიელები ასე რომ დაფინანსება იქნება მხოლოდ სწორი სელექცია და კარგი მწვრთნელია საჭირო ასე რომ აქ მაინც დაამტკიცოს გეგუჩამ თუ რა დონის მწვრტნელია მის კარიერში დადებითიც და უარყოფიტიც მახსოვს მარტო უ21-ს არ ეხება მაგალიტად კოკაიამ როდესაც დააბრუნა ზესტაში ასე ვტქვატ სატრანსფერო ბაზარზე მწვანე შუქი აუნტო და ვისაც ტვალს დაადგამდა ყველა მიჰყავდა ასე ვტქვატ გეგუჩას სასტავმა მოიყარა თავი, გავიდა ეს გუნდი ევროპა ლიგაზე და შეხვდა სპარტაკ ტრნავას და შედეგი იყო ყველასტვის მოულოდნელი, გასვლა 3-0 დავმარცხდიტ სახლში კი 0-0 და კიდევ მტავარი მაგ სპარტაკ ტრნავას შემდეგში უკვე დინამო თბილისის დაწუნებული იურაი იარაბეკი წვრთნიდა
armenakich13
23:10 14-01-2018
0
erti da igive mtvrnelebi da fexburtelebi rom trialeben krugze, arafris maknisebi, mxolod imistvis ibrzvian uxelfasod ar darchnen, torem shedegi? shedegi 30 telia amat xelshi noli, vitom profesionalebi))))
qomagi
21:41 14-01-2018
0

სიახლეები პოპულარული