ახალი სეზონის დაწყების თარიღები ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, ცნობილია ეროვნული ჩემპიონატის 2018 წლის გათამაშების დაწყების თარიღები.

ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 2018 წლის 2 მარტს დაიწყება. ერთი დღით ადრე, 1-ელ მარტს სტარტს აიღებს ეროვნული ლიგა 2, ლიგა-3 კი - 5 მარტს. რაც შეეხება ასაკობრივ ლიგებს - სამივე ასაკობრივი ჩემპიონატის პირველი ტური 25 თებერვალს გაიმართება.

სეზონს კი, ტრადიციულად, საქართველოს სუპერთასი გახსნის - ქვეყნის ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" და თასის მფლობელი საჩხერის "ჩიხურა" მორიგი ტიტულისთვის 24 თებერვალს შეხვდებიან ერთმანეთს.

წყარო: Eliga.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოფიციალურად დაერქვას თხლე-ლიგა. ალბათ ხელმომწერები ბევრი ვიქნებით რომ ეს საკითხი განიხილონ?!
omari73
15:19 13-01-2018
5
ეროვნული ლიგა კი არა ზომბილენდი დაარქვით, უფრო ყურადღების ცენტრში მოექცევა, 22 მოსიარულე გვამი დადის მინდორზე, ჰოლივუდიდან შეიძლება დაფინანსება წამოვიდეს და საშინელებათა ფილმები გადაიღონ
llcl
13:54 12-01-2018
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული