ვაგნერ გონსალვესი "საბურთალოზე": სიმართლე გითხრათ, ნოსტალგიას ვგრძნობდი

AutoSharing Option
ბრაზილიელი ლეგიონერი ვაგნერ გონსალვესი თბილისის "საბურთალოს" დაუბრუნდა.

ფეხბურთელი უკვე კლუბთან ერთად იმყოფება და ვარჯიშობს.

მან კლუბის ვებგვერდთან საინტერესო თემებზე ისაუბრა:

"საბურთალოში" დაბრუნება ემოციური და სასიამოვნო წუთებია. აქაური გარემო ძალიან მომენატრა. სიმართლე გითხრათ, ნოსტალგიას ვგრძნობდი.

მიუხედავად იმისა, რომ "საბურთალოელებთან" ხშირად მქონდა კონტაქტი, მწვრთნელები, ფეხბურთელები, ხელმძღვანელები მომენატრნენ.

ინტერნეტის საშუალებით "საბურთალოს" თამაშებს ხშირად ვადევნებდი თვალს. ვფიქრობ, კლუბს კარგი სეზონი ჰქონდა. ძალიან დამწყდა გული, რომ ევროტურნირის საგზური "საბურთალომ" ვერ მოიპოვა. არადა, ამის რესურსი და შესაძლებლობა ნამდვილად იყო.

არა უშავს, მომავალ სეზონში ახლა უკვე მეც
მათთან ერთად დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლებ. "საბურთალოს" ნამდვილად შეუძლია ჩემპიონობაზე იფიქროს. გასული წლისგან განსხვავებით, კლუბი ბევრად გაძლიერებულია.

რაც შეეხება ჩემს უკვე ყოფილ კლუბს, "სერკლ ბრიუგეში" არ ამეწყო კარიერა და ამიტომაც გუნდის შეცვლა გადავწყვიტე. არც დავფიქრებულვარ "საბურთალოში" თამაშზე. პირიქით - ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ კვლავ თბილისურ კლუბში მეთამაშა. წამოსვლისას მწვრთნელთან არ მისაუბრია - არ იყო მეგობრული და კონტაქტური კლუბი", - აღნიშნა გონსალვესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული