ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო - ბექა მიქელთაძე "დინამოდან" წასვლაზე საუბრობს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის სეზონის დასრულების შემდეგ თბილისის "დინამო" მოულოდნელად დატოვა კლუბის ბომბარდირმა ბექა მიქელთაძემ.

ახალგაზრდა შემტევმა წინა სეზონში 15 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილი დაიკავა.

კლუბიდან წასვლის მიზეზებსა და მის ახალ კლუბზე ბექა მიქელთაძეს ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, "დინამოდან" წამოსვლაზე გკითხავ. კლუბის განცხადებაში იყო ნათქვამი, რომ საკუთარი სურვილით დატოვე. რა გახდა ამის მიზეზი?
- ბევრი მიზეზი იყო და არ მინდა ამაზე საუბარი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დავტოვე კლუბი, ის იყო, რომ
არ მიწევდა ჩემს პოზიციაზე თამაში. კახი კაჭარავა რომ არ დანიშნულიყო და სხვა პოზიციაზე არ ვეთამაშებინე,  საერთოდ ვერ ვითამაშებდი, ვერც მე და ვერც სხვა ახალგაზრდა  ფეხბურთელები.

- "დინამოდან" წამოსვლის შემდეგ საუბარი იყო უცხოურ კლუბებზე, მაგრამ აღმოჩნდი "რუსთავში". რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება და რატომ გამოარჩიე ეს კლუბი?
- არ მინდა, ვიჩქარო წასვლა, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს საქართველოს ჩემპიონატში დასამტკიცებელი და ვფიქრობ, "რუსთავი" საუკეთესო ვარიანტია.

-
რა სახის კონტრაქტზეა საუბარი "რუსთავთან", 1-წლიანი ხელშეკრულებაა თუ უფრო მეტი?
- კონტრაქტზე ვერ ვისაუბრებ.

- წინა სეზონში 15 გოლის გატანა შეძელი. თუ ხარ კმაყოფილი შენ მიერ ჩატარებული სეზონით და რა დაგაკლდა ყველაზე მეტად?

- ჩემ მიერ ჩატარებული სეზონით ვერ ვიქნები კმაყოფილი, 1 წლის განმავლობაში ვიბრძოდით ჩემპიონობისთვის, მაგრამ ვერ შევძელით. ყველას დაავიწყდება, მე რამდენი გავიტანე, მთავარია, ჩემპიონი ვინ გახდა.

- რა მიზანი გაქვს მომავალი სეზონისთვის დასახული?
- რა თქმა უნდა, ჩემპიონობა და ბომბარდირობა, ეს არის ჩემი მიზანი.

- ამჯერად გია ცეცაძემ გიხმო ახალგაზრდულ ნაკრებში... როგორ შეაფასებდი ნაკრების ახალ მწვრთნელს?

- გია ცეცაძე კარგი სპეციალისტია და ბევრჯერ დაამტკიცა კლუბშიც და ნაკრებშიც დადო შედეგი. ვთვლი, რომ კარგ და სანახაობრივ ფეხბურთს ვითამაშებთ მისი ხელმძღვანელობით.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ზაფხულში დიდი რუსეთის რომელიმე მეორეხარისხოვან კლუბში
დათო
13:23 18-01-2018
0
თავისმა აგენტმა გადაიყვანა რუსთავში ეგეც და რევიშვილი იმიტომ რომ მაქედან უფრო ადვილად წაიყვანს ზაფხ
დათო
13:22 18-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული