ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ოთო კობახიძე კარიერას თბილისის "ლოკომოტივში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ოთო კობახიძე კარიერას თბილისის "ლოკომოტივში" გააგრძელებს. 21 წლის თავდამსხმელი "ლოკომოტივში" 2019 წლის ბოლომდე ითამაშებს.

კობახიძე უკანასკნელად "შევარდენი 1906"-ის წვერი იყო. მანამდე, ორი სეზონი ბოლნისის "სიონში" გაატარა. ოთომ ეროვნულ ლიგაში ბოლნისური კლუბის მაისური 33-ჯერ მოირგო და 7 გოლი გაიტანა.

მან უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და გუნდთან ერთად, საგურამოს ბაზაზე ემზადება.

მომზადებულია fcloco.ge-ს მიხედვით