ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

1 კვირის შემდეგ: 22 ტრანსფერი ეროვნულ ლიგაში

AutoSharing Option
უკვე ერთი კვირაა გასული და ეროვნულ ლიგაში ბევრი ტრანსფერი განხორციელდა. ამ ეტაპზე სატრანსფერო აქტიურობით ლიდერია ლიგის დებიუტანტი "რუსთავი" და ძირითადად, შიდა ტრანსფერებია განხორციელებული.

"რუსთავმა" 5 ფეხბურთელი დაიმატა და ამ შემადგენლობით, უნდა ითქვას, რომ დებიუტანტი კლუბი არათუ პოზიციის შესანარჩუნებლად, არამედ მედლებისთვის იბრძოლებს.

კლუბში მოვიდნენ: თბილისის "დინამოდან" - ნუკრი რევიშვილი, ბექა ქავთარაძე, ბექა მიქელთაძე; "ლოკომოტივიდან" - მამუკა კობახიძე; ბათუმის "დინამოდან" - დავით კვირკველია.

4 ფეხბურთელი დაიმატა ამ ეტაპისთვის "საბურთალომ". თბილისურ კლუბში შემდეგი ფეხბურთელები იასპარეზებენ: "ლოკომოტივიდან"
- გიორგი დიასამიძე და ბექა ქურდაძე, "ჩიხურადან" - თორნიკე გორგიაშვილი და დიმიტრი ტატანაშვილი.

4 ფეხბურთელი დაემატა გორის "დილასაც": თბილისის "დინამოდან" - გია ჩადუნელი, ბათუმის "დინამოდან" - ანზორ სუხიაშვილი, "სამტრედიიდან" - დავით რაჟამაშვილი, "ჩიხურადან" - გიორგი კორიფაძე.

3 ფეხბურთელი დაემატა "ლოკომოტივს": "სამტრედიიდან" - დავით ჯიქია, თბილისის "დინამოდან" - ზურა დავითაშვილი და ბათუმის "დინამოდან" - თეიმურაზ შონია.

ეროვნული ლიგის ჩემპიონ ქუთაისის "ტორპედოს" 2 ფეხბურთელი დაემატა: "ჩიხურადან" - მიხეილ სარდლიშვილი და "მეშახტედან" - ტარიელ ხაინდრავა.

თბილისის "დინამოსაც" 2 ფეხბურთელი დაემატა: "ჩიხურადან" - გიორგი ივანიშვილი და "საბურთალოდან" - ოთო გოშაძე.

"სამტრედიას" დაემატა ლატვიური "ლიეპაიადან" - გიორგი ერისთავი.

ბოლნისის "სიონს" "სამტრედიიდან" გიორგი დათუნაიშვილი დაემატა.

რაც შეეხება ფოთის "კოლხეთსა" და საჩხერის "ჩიხურას", ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს ტრანსფერის თაობაზე.
ასევე დაგაინტერესებთ