თბილისის "ლოკომოტივს" ლაშა ჭაღიაშვილი გაწვრთნის

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივს" ლაშა ჭაღიაშვილი გაწვრთნის. 36 წლის სპეციალისტსა და კლუბს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

რამდენიმე წელია, რაც ლაშა "ლოკომოტივში" მუშაობს. 2009/10 წლების სეზონში, ჭაღიაშვილი "ლოკომოტივში" გელა სანაიას ასისტენტი იყო. 2010/11 წლებში იგი დუბლშემადგენლობას წვრთნიდა.

მოგვიანებით, 2013 წლამდე, ჭაღიაშვილი "ლოკომოტივის" 17-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა, საიდანაც ქუთაისის "ტორპედოში", დუბლების მთავარ მწვრთნელად გადაინაცვლა.

2014/15 წლების სეზონში, ლაშა "ლოკომოტივის" მთავარ გუნდში ვასილ მაისურაძის ასისტენტად მუშაობდა.

2016 წელს იგი "ლოკოს" დუბლშემადგენლობას ჩაუდგა სათავეში და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2016 წლიდან ჟერარდ სარაგოსას, შემდეგ კი გიორგი დევდარიანის ასისტენტად
მუშაობდა.

წყარო: fcloco.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ლაშა დროა ლოკომოტივმა ტიტულრები მოიპოვოს და გისურვებტ რომ ეს თქვენი თავკაცობის დროს მოხდეს
ქომაგი
01:54 20-12-2017
0

სიახლეები პოპულარული