ბოლნისის "სიონი" ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 დეკემბერს, ეროვნული ლიგის პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში ბათუმის "დინამო" "რაგბი არენაზე" ბოლნისის "სიონთან" თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა და "სიონი" ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა.

როგორც იცით, პირველი შეხვედრა "სიონმა" 3:2 მოიგო და მიზნის მისაღწევად ზღვისპირელებს აუცილებლად გამარჯვების მოპოვება სჭირდებოდათ. შეხვედრა მათი შეტევებით დაიწყო და დებიუტშივე შეძლეს დაწინაურება. ქართარაძე-კვასოვი-გრიგალაშვილის კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. 23-ე წუთზე გიორბელაძემ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, თევდორაძის დარტყმული თერთმეტმეტრიანი კი მეკარე ზარქუამ აიღო.

ამის შემდეგ ინიციატივას სტუმრები დაეუფლენ და კოშკაძემ საჯარიმოდან ლამაზი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. მალე დვალმა კიპერთან პირისპირ
მანაგაძე გაიყვანა, მან კი ბურთი ძელს გაარტყა.

62-ე წუთზე გრიგალაშვილი ფლანგზე გაექცა მცველებს, კვასოვს უპასა და 2:1, ხოლო 83-ე წუთზე იმავე გრიგალაშვილის გადაცემით მარცვალაძემ ისარგებლა, კარიდან წინ გამოსული ზარქუა მოატყუა, მესამე გოლი გაიტანა, თითქოს ბათუმელებს გამარჯვება მოპოვებული ქონდათ, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მეკარე ტიმოფეევმა შეცდომა დაუშვა და ბოლნისელებმა თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხეს. დამატებით დროში მეტი გოლი არ გასულა, პენალტების სერიაში კი ბოლნისელებმა იმარჯვეს და ეროვნულ ლიგაში დაბრუნდნენ.

"დინამო": ანატოლი ტიმოფეევი, მირზა ფარტენაძე, ბექა ვარშანიძე, გიორგი ქავთარაძე (81. ნიკა კვანტალიანი), თეიმურაზ შონია, ვალერიან თევდორაძე (59. ოთარ მარცვალაძე), ანზორ სუხიაშვილი, დავით კვირკველია, ელგუჯა გრიგალაშვილი, ნიკა მგელაძე, იაროსლავ კვასოვი (72. ბორის მახარაძე)
"სიონი":თორნიკე ზარქუა, გულვერდ თომაშვილი, გურამ გიორბელიძე, ლუკა ნოზაძე, ალექსანდრე კოშკაძე, ლაშა მანაგაძე (82. ჯაბა უგულავა), ჯაბა დვალი, ლაშა ჯაფარიძე (67. გიორგი ჭეიშვილი), ვაჟა ქიქავა, გიორგი მიქაბერიძე (76. გიორგი ჭანკოტაძე), ზვიად სიხარულია

გოლები: 8. ელგუჯა გრიგალაშვილი 1:0, 36. ალექსანდრე კოშკაძე 1:1, 62. იაროსლავ კვასოვი 2:1, 83. ოთარ მარცვალაზე 3:1, 90+2. ზვიად სიხარულია 3:2

გაფრთხილება: 48. ჯაბა დვალი, 55. ვაჟა ქიქავა, 62. იაროსლავ კვასოვი, 103. ბორის მახარაძე, 112. ზვიად სიხარულია

გამოუყენებელი პენალტი: 23. ვალერიან თევდორაძე

გაძევება:
90+3. არჩილ მაქაცარია
მკითხველის კომენტარები / 19 /
პრეზიდენტი ფედიჩკინი რო გეყოლება აბა რას ელოდებით. მამამისი ყოფილი კაგებეშნიკი და შვილსაც გაუჩალიჩა ადგილი . შიდა სამზარეულოს მხიედეთ მუქთახორები გაუშვით გუნდიდან პრეზიდენტიანად და მერე წამოაყენეთ პრეტენზიები
aleko
16:17 19-12-2017
0
მეცოდება ბათუმის ხელმძღვანელობა ეხლა უფრო ნაკლები დაფინანსება ექნება გუნდს.როგორც ვიცი ჩამოსულმა ფეხბურთელებმა დატოვეს გუნდი;საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ ღირსეულო ხელმძღვანელობა?თქვენით წახვალთ თუ.....
0

სიახლეები პოპულარული