ეროვნული ლიგა. პლეი ოფი: "სიონმა" ჯაბა დვალის ჰეთთრიკით ბათუმის "დინამო" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 30 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ლიგის პლეი ოფი მატჩი გაიმართა. ბოლნისში "თამაზ სტეფანიას" სტადიონზე "სიონმა" ბათუმის "დინამო 3:2 დაამარცხა.

პირველი ტაიმი საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა, 13-ე და 27-ე წუთზე ჯაბა დვალმა შეძლო გოლების გატანა და ბოლნისელები სოლიდური უპირატესობით გავიდნენ წინ. მაგრამ, 36-ე წუთზე დავით კვირკველიამ ანგარიში შეამცირა, ხოლო ოთხ წუთში ვალერიან თევდორაძემ ანგარიში გაათანაბრა.

ტაიმის მიწურულს კი ანატოლი ტიმოფეევმა კარებიდან ბურთი ცუდად გამოიტანა, რითიც  ჯაბა დვალმა ისარგებლა და ჰეთთრიკი შეასრულა.

მეორე ტაიმში გუნდებმა აქცენტი დაცვაზე გააკეთეს და შეტევების ბოლომდე მიყვანას ვერცერთი
გუნდი ვერ ახერხებდა. საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა და მატჩი 3:2 მორჩა.

შემდეგი მატჩი 3 დეკემბერს 17:00 საათზე ბათუმის რაგბის სტადიონზე გაიმართება.

სიონი: თორნიკე ზარქუა, გურამ გიორბელიძე, ლუკა ნოზაძე, ალექსანდრე კოშკაძე (გიორგი ჭანკოტაძე 89'), ლაშა მანაგაძე, ჯაბა დვალი, ლაშა ჯაფარიძე, ვაჟა ქიქავა, გიორგი მიქაბერიძე, ზურაბ თევზაძე (გულვერდ თომაშვილი 56'), ზვიად სიხარულია

დინამო:
ანატოლი ტიმოფეევი, მირზა ფარტენაძე (თეიმურაზ შონია 46'), ვაჟა ქორიძე, ბექა ვარშანიძე, გიორგი ქავთარაძე, ვალერიან თევდორაძე (ბორის მახარაძე 92/), ანზორ სუხიაშვილი, დავით კვირკველია, ელგუჯა გრიგალაშვილი (თემურ ჩოგაძე 80'), ნიკა მგელაძე, იაროსლავ კვასოვი
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ მომწონდა დვალი.რატომგაც ვერ ააწყო უკეთესი კარიერა
0

სიახლეები პოპულარული