"სიონი" ფედერაციას ბათუმის "დინამოს" მიმართ სიმპათიებში სდებს ბრალს

AutoSharing Option
ვის მხარესაა სიმპათიები, რატომ არ მოხდა "სიონის" გაფრთხილება?! – პლეი-ოფი 30 ნოემბერს გაიმართება

საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა. "სიონი" მესამე ადგილზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლნისურმა გუნდმა პლეი-ოფში უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. "სიონის" მეტოქე ბათუმის "დინამო" იქნება.

ჩემპიონატის დაწყებამდე და შემდეგაც ცნობილი იყო, რომ პლეი-ოფის შეხვედრები 29 ნოემბერს და 3 დეკემბერს უნდა გამართულიყო. არსებობს კალენდარი, რომელიც ფედერაციიდან ჩვენმა კლუბმა სეზონის დასაწყისში მიიღო, სადაც მკაფიოდ წერია პლეი-ოფის ჩატარების თარიღი. გარდა ამისა, 24 ნოემბერს ჩვენი კლუბის წარმომადგენლებსა და ფეხბურთის ფედერაციას
შორის შედგა კომუნიკაცია, სადაც დადასტურდა აღნიშნული მატჩის 29 ნოემბერს ჩატარება.

სამწუხაროდ, მხოლოდ დღეს, 26 ნოემბერს, გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ თამაში 29 ნოემბრის ნაცვლად 30 ნოემბერს ჩატარდება.

როგორც წესია, მატჩის ჩატარების დროსა და ადგილის შესახებ კლუბს ოფიციალური წერილი გონივრულ ვადაში ეგზავნება, იმისათვის, რომ კლუბი მოემზადოს კონკრეტული მატჩისთვის, მოაგვაროს აუცილებელი საორგანიზაციო საკითხები (მატჩის უსაფრთხოება, სამედიცინო უსაფრთხოება, ვარჯიშების განრიგი, სასტუმროს ჯავშანი, მატჩის ანონსი და სხვა).

საპლეიოფო მატჩამდე სამი დღით ადრე ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე, 23:20 საათზე ჩნდება ინფორმაცია, რომ თამაში გაიმართება 30 ნოემბერს, მაშინ, როდესაც კლუბში არანაირი ოფიციალური წერილი აღნიშნულის თაობაზე არაა გაგზავნილი, მაშინ, როდესაც კლუბის მოსამზადებელი გეგმა მთლიანად ორგანიზებული იყო 29 ნოემბრისთვის. რატომ არ მოხდა კლუბში ოფიციალური წერილის გაგზავნა, რატომ გვითხრეს ჩვენ სხვა თარიღი და ბათუმის "დინამოს" სხვა?! ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ფედერაციის მხრიდან იკვეთება მეტი სიმპათია ამჟამინდელი უმაღლესი ლიგის გუნდისკენ?!.

ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ამოქმედების შემდეგ, როდესაც დღის წესრიგში დადგა ფეხბურთის პოპულარიზაცია, მაყურებლის სტადიონზე მოზიდვის აუცილებლობა, მსგავსი ტექნიკური, თითქოს უმნიშვნელო ფაქტები, ნამდვილად ვნებს რეგიონში ფეხბურთის განვითარებას.

Sportall.GeSportall.Ge

fcsionibolnisi.com
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბათუმი რომ გავარდეს სტადიონის აშენებას აზრი ეკარგება :)
იმედია რომ სიონი მოახერხებს ბათუმის გაგდებას, რომ ამ კლუბის ხელმძღვანელობა მიხვდეს თავის მრავალწლიან უაზრო პოლიტიკას.
ყოფილი ჩემპიონი უნდა დაუბრუნდეს უმაღლეს ლიგას,სანამ ბათუმში აზროვნებას არ ისწვალიან და სანამ სახელმწიფო ფულით საზრდოობენ.
ანტიფეხბურთი
11:40 30-11-2017
0
ზურიკელა ნახავ ვინ მოხვდება ნაგავზე ბოლოს
????
19:29 28-11-2017
0

სიახლეები პოპულარული