გია ცეცაძე: "ტორპედომ" ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია. იმერლებმა ქვეყნის პირველი კლუბის სტატუსი ისტორიაში მეოთხედ, ხოლო 2002 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს.

Sportall.ge "სამტრედიის" ყოფილ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს დაუკავშირდა და ამ შეხვედრის შეფასება სთხოვა.

საქართველოს 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელს კითხვა სხვა რამდენიმე საინტერესო საკითხზეც დავუსვით.

"ტორპედოს" ჩემპიონობა ეკუთვნოდა
"ტორპედომ" ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა. გასულ სეზონში მათი ყველა თამაში ნანახი მაქვს და შემიძლია ვთქვა, რომ ყველგან გამარჯვებას იმსახურებდა, ეს კი დიდწილად მწვრთნელის და ფეხბურთელების შრომის შედეგია. გუშინდელ შეხვედრას ერთადერთი, რაც აკლდა, ხალხი იყო.

ევროტურნირების შესახებ...
მოგეხსენებათ,
ევროტურნირებზე ბოლო დროს კატასტროფულ შედეგს ვაჩვენებთ. იმედი მაქვს, რომ წელს უკეთესად გამოვალთ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდები განვლილ პრაქტიკას გაითვალისწინებენ და ევროტურნირებს უფრო მომზადებულნი შეხვდებიან როგორც სელექციის მხრივ, ისე ყველანაირად. ცოტა გამართლებაც საჭიროა, რომ ძლიერი მეტოქეები არ შეგვხვდნენ.

"სამტრედიიდან" წამოსვლა და შემოთავაზებები
რაღაც ვარიანტები არის, მაგრამ კონკრეტული არაფერია. "სამტრედიიდან" წამოსვლის მიზეზი ორმხრივი შეთანხმება გახდა. გუნდიდან ნორმალურად, დაგეგმილად წამოვედი.


ავტორი: ლაშა ბეგიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული