15 წლის შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 26 ნოემბერს ქუთაისის "ტორპედომ" თბილისში "დინამო" დაამარცხა 1:0 და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

პირველი ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, მაგრამ გუნდები ვერ ახერხებდნენ რეალური საგოლე მომენტის შექმნას.

მეორე ტაიმში ქუთაისელებმა უფრო სახიფათოდ შეუტიეს, "დინამომ" კი აქცენტი დაცვაზე გააკეთა. "ტორპედომ" თბილისელთა გატეხვა 74-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის თავურით შეძლო.

მატჩის უკანასკნელ წუთებზე "დინამომ" რამდენიმეფაზიანი შეტევა დაიწყო, ჯერ შულაიას დარტყმული მოიგერია როინ კვასხვაძემ, შემდეგ კოვტალიუკი საჯარიმოში წააქციეს, ხოლო კიტეიშვილის დარტყმული პენალტი ქუთაისელთა კიპერმა მოიგერია.

საბოლოოდ მატჩი ქუთაისელებმა 1:0 მოიგეს და 15 წლის შემდეგ საქართველოს
ჩემპიონები გახდნენ.

შემადგენლობები:

თბილისის "დინამო": 1. სერგი ლიტოვჩენკო 5. ლევან გეგეჭკორი 8. ოთარ კიტეიშვილი C 9. ბექა მიქელთაძე 11. აკაკი შულაია 15. ლაშა ქოჩლაძე (ზურიკო დავითაშვილი 71') 20. ლაშა სალუქვაძე 24. დავით კობოური 27. გიორგი კუცია (მიკოლა კოვტალიუკი 87') 31. ბექა ქავთარაძე 35. გიორგი გადრანი

ქუთაისის "ტორპედო": 89. როინ კვასხვაძე C 2. ვაჟა ტაბატაძე 5. დავით ხურცილავა 9. თორნიკე კაპანაძე 10. გიორგი კუხიანიძე 11. გუგა ფალავანდიშვილი (ოლეგ მამასახლისი 85') 17. გიორგი გურული 19. ლევან კუტალია 22. გრიგოლ დოლიძე (ვლადიმერ კორობკა 74') 23. გიორგი ქიმაძე 77. მერაბ გიგაური (ბექა ტუღუში 63')


მკითხველის კომენტარები / 87 /
ბატონო რომან, როდის...როდის მიხვდებით რომ ფეხბურთში არაფერი გესაქმებათ, ნუთუ გსიამოვნებთ ნახევარი თბილისი რომ გლანძღავთ და გაგინებთ??? ეს კლუბი ბაბუათქვენმა ხომარ დაგიტოვათ მემკვიდრეობით რომ ვერ ელევით??? როგორც იყიდეთ ისე გაყიდეთ თუ შეიძლება და დაგვანებეთ თავი...
levani
10:05 29-11-2017
0
ქუტაისი ზირზველი ქარტული ქალაქია ტავისი ხალხიტ და მორიდებაა საწირო არიან პანატიკოსი გულსემატკივარი რომლებს სიგიჯემდი უყვარტ პეხბურტი და ტორპედო სიყვარული ისეტია კონტროლს გაკარგვინებს საკუტარ ტავზე ზნელია ამ დროს გაკიცხო ადამიანი მან სეიზლება ტავიც მოიკლას რომ წააგოს მსაჯებს მეტი სიპრტხილისკენ მოვუწოდებ ბოლო წამებზე ასეტ გადაწყვეტილებას ყოველტვის უსიამო სედეგი მოყვება გინდა ცემპიონობა პრეზე კიარუნდა იოცნებო მაქსიმუმ 2 გოლი უნდა გაიტანო საკუტარ სტადიონზე ტამასობ მასინ იკნები გირსეული ცემპიონი დინამო ვერ იყო გირსეული ვილოცავ ტორპედოს ვუსურვებ დიდ წარმატებას რატა გაახაროს მტელი საქარტველო
ledi
10:54 28-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული