ეროვნული ლიგის ახალი წევრის ვინაობა ცნობილია!

AutoSharing Option
21 ნოემბერს ეროვნული ლიგა 2-ის 35-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე რუსთავის "რუსთავმა" ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა. "რუსთავმა" "ფოლადზე" მცხეთის "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. გოლების ავტორები დათა სიჭინავა და ზაზა ციცქიშვილი გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ "რუსთავის" ბომბარდირს დათა სიჭინავას უკვე ანგარიშზე 30 გოლი აქვს და მდევრებს 8 ბურთით უსწრებს.

რაც შეეხება "რუსთავს", გუნდს ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 83 ქულა დაუგროვდა და უახლოესს მდევარ მარტივილის "მერანს" 6 ქულით უსწრებს. ბოლო ტურში რომ წააგოს "რუსთავს" ეროვნულ
ლიგაში გადასვლა გარანტირებული აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული ავტომატურად გადადის ეროვნულ ლიგაში, ხოლო მე-2 და მე-3 ადგილოსნები პლე ოფში ეროვნული ლიგის მე-8 და მე-9 ადგილოსნებსთან გაათამაშებენ საგზურებს.

ასევე ცნობილია გახდა ეროვნული ლიგა 2-ის მეორეადგილოსანი - მარტვილის "მერანი".

ეროვნული ლიგა 2. XXXV ტური
რუსთავი-ვიტ ჯორჯია 2:0
გურია-სიონი 5:1
სამგურალი-მერანი 0:0
ზუგდიდი-ცხინვალი 1:1
გაგრა მეშახტე 4:1

ფოტო: "რუსთავის" "ფეისბუქი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული