ეროვნული ლიგა. XXXIV ტური: ბათუმის "დინამო“ სახლში "საბურთალოსთან“ 1:2 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
18 ნოემბერს ეროვნული ლიგის XXXIV ტურში ბათუმის "დინამომ“ "რაგბი არენაზე“ "საბურთალოს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და დებიუტში ელგუჯა გრიგალაშვილმა გახსნა ანგარიში. მასპინძლებმა კიდევ რამოდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და გუნდები შესვენებაზე 1:0-ზე გავიდნენ.

მატჩის მეორე ნახევარში ზღვისპირელთა მცველების შეცდომით მუეცმა ისარგებლა და ანგარიში გააყაიმა, ცოტა ხანში კი საჯარიმოდან ჩაკიდებულ ბურთზე ყველას ვოლკოვმა დაასწრო და 1:2. დარჩენილ დროში აქტიურმა შონიამ ორი მომენტი ვერ გამოიყენა და მისი გუნდი დამარცხდა.

"დინამო“ 33 ქულით მერვე ადგილზეა, "საბურთალო“ კი 56-ით მეხუთეზე.

VideoSportall.Ge
18.11.17 დინამო (ბთ) - საბურთალო 1:2


„დინამო“: რომან ტაკიძე, მირზა ფარტენაძე, ვაჟა ქორიძე, ბექა ვარშანიძე, გიორგი ქავთარაძე (81. ჯოვინო ფლამარიონი), თეიმურაზ შონია, ვალერიან თევდორაძე (74. ოთარ მარცვალაძე), ანზორ სუხიაშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი, ნიკა მგელაძე, იაროსლავ კვასოვი

„საბურთალო“:
ლაზარე კუპატაძე, ნოდარ იაშვილი, გაგი მარგველაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ვალდიმერ მამუჩაშვილი (79. ბექა გვარაძე), ლაშა შინდაგორიძე (83. ლუკა იმნაძე), გიორგი ხარაიშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, თორნიკე თარხნიშვილი, დავით ვოლკოვი (63. ელვინ ტერა), ნდუე მუეცი

გოლები:
3. ელგუჯა გრიგალიშვილი 1:0, 56. ნდუე მუეცი 1:1, 60. დავით ვოლკოვი 1:2

გაფრთხილება:
29. თორნიკე თარხნიშვილი, 45. ნოდარ იაშვილი, 89. გაგი მარგველაშვილი

მკითხველის კომენტარები / 1 /
შემდეგი ტური ვისთან არიან ლიდერები?
0

სიახლეები პოპულარული