ეროვნული ლიგა. XXXIV ტური: "ტორპედომ" მოიგო - ბრძოლა გრძელდება

AutoSharing Option
18 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის XXXIV ტურის მატჩი გაიმართა.

საჩხერის "ჩიხურამ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში 25-ე წუთზე გრიგოლ დოლიძემ გახსნა. მასპინძლებმა გათანბრება 55-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილის გოლით შეძლეს.

59-ე წუთზე კი ტორპედოელების შეტევას გოლი მოჰყვა, ლაშა ჩიკვაიძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

70-ე წუთზე დოლიძის დარტყმული ძელს მოხვდა, რის შემდეგ ჩიკვაიძემ ბურთის გამოტანა ვერ შეძლო და საბოლოოდ ბურთი ლევან კუტალიას მიუვიდა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და ანგარიში 3:1 გახადა.

ამ მოგების შემდეგ
"ტორპედოს" 70 ქულა გაუხდა და "დინამოს" 4 ქულით ჩამორჩება. ეროვნული ლიგის დასრულებამდე კი ორი ტური დარჩა. ტორპედოელებს ჯერ კიდევ შერჩათ ჩემპიონობის თეორიული შანსი.

ჩიხურა: 30. დინო ჰამზიჩი, 3. თორნიკე გრიგალაშვილი, 5. ბაქარ მირცხულავა, 9. გიორგი გაბედავა, 10. მიშიკო სარდალიშვილი, 19. ლევან კაკუბავა, 22. ირაკლი ლექვთაძე (78 გიორგი კორიფაძე), 23. ოთარ კვერნაძე (61 ბაჩანა ცხადაძე), 24. ლაშა ჩიკვაიძე (კ), 27. დენის დობროვოლსკი (80 პაპუნა ფონიავა), 39. თორნიკე გორგიაშვილი

ტორპედო: 89. როინ კვასხვაძე (კ), 2. ვაჟა ტაბატაძე, 5. დავით ხურცილავა, 6. ოლეგ მამასახლისი (59 მერაბ გიგაური), 9. თორნიკე კაპანაძე, 11. გუგა ფალავანდიშვილი, 17. გიორგი გურული, 19. ლევან კუტალია (86 გიორგი ბერიაშვილი), 22. გრიგოლ დოლიძე (83 ვლადიმირ კორობკა), 23. გიორგი ქიმაძე, 88. ბექა ტუღუში
მკითხველის კომენტარები / 5 /
დინამო არის ჩემპიონი უეჭველი თუ ვერ მოუგო საბურთალოს ტორპედოს მოუგებს და ჩემპიონი არის
gura
15:48 21-11-2017
0
ასეთი მითითება არიას ნაკარნახები ფედერაციიდან რომ ტორპედო მეორე ადცილზე ჩატოონ!შუქურას დაცვამ ბავშვური კი არა შეგნებული შეცდომა გააკეთა ქობულეთში.
გოგი ქუთაისელი
12:43 21-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული