ეროვნული ლიგა. XXXIV ტური: "სამტრედიამ" სამეული გაინაღდა, "დინამო" კონკურენტს ელის [VIDEO]

AutoSharing Option
18 ნოემბერს ეროვნული ლიგის XXXIV ტურის ორი მატჩი გაიმართა.

ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე "სამტრედიამ" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

მე-19 წუთზე ნიკოლოზ საბანაძემ ანგარიში გახსნა, ხოლო შემდეგ მაიკლ ოლაიტანიმ (33, 48) დუბლი მიითვალა. 59-ე წუთზე მასპინძელთა კიდევ ერთმა ლეგიონერმა ანტე გიიმ გამოიჩინა თავი. 73-ე წუთზე კი გიული მანჯგალაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით "სამტრედიას" 64 ქულა დაუგროვდა და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის სამეულში ადგილი გაინაღდა.



სამტრედია: 12. ომარ მიგინეიშვილი, 3. ლაშა კასრაძე,
6. გიული მანჯგალაძე, 7. დავით რაჟამაშვილი (64 გურამ სამუშია), 10. ნიკოლოზ საბანაძე, 18. ჯემალ გოგიაშვილი, 22. გიორგი მჭედლიშვილი, 24. ბაკარ ბალდე, 26. გიორგი დათუნაიშვილი (კ), 80. ანტე გიი (68 ვალერი ოლხოვი), 99. მაიკლ ოლაიტანი (77 გიგლა ბურკაძე)

კოლხეთი: 26. კონსტანტინე სეფიაშვილი, 2. გიორგი კილასონია (57 თამაზ ჟიშკარიანი), 3. ალექსანდრე გურეშიძე, 4. ლაშა გოგონაია (კ), 6. ამოს ნონდი (63 ლუკა მახარაძე), 8. ლევან კაკულია, 9. იგორ ბროვკო, 10. ალეკსანდრ დერებჩინსკი, 14. გიორგი ჯანელიძე, 18. ჯონ მაჩარია, 99. გიორგი ბუხაიძე

* * *
ქობულეთის "შუქურამ" "რაგბი არენაზე" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ 78-ე წუთზე გაიტანა. ამ მოგებით "დინამოს" 74 ქულა დაუგროვდა და თუ დღეს "ტორპედომ" საჩხერის "ჩიხურასთან" წააგო დინამოელები ჩემპიონობას ორი ტურით ადრე იზეიმებენ.



შუქურა: 12. ვლადიმირ მელნიჩენკო, 3. გიორგი კალანდაძე (22 შერმადინ ართმელაძე), 98. გელა გოგიტიძე, 99. რომან ჩაჩუა, 27. გიორგი კახელიშვილი, 8. ჯეფინიო, 11. ირაკლი კლიმიაშვილი (კ), 14. მარსელინიო, 17. ალექსანდრე გურული, 13. კობა შალამბერიძე, 7. დავით ჩაგელიშვილი (84 ერეკლე მალაზონია)

დინამო (თბ): 1. სერგი ლიტოვჩენკო, 3. ლაშა თოთაძე, 5. ლევან გეგეჭკორი, 8. ოთარ კიტეიშვილი (კ), 9. ბექა მიქელთაძე (90 გიორგი გადრანი), 11. აკაკი შულაია, 15. ლაშა ქოჩლაძე, 20. ლაშა სალუქვაძე, 24. დავით კობოური, 27. გიორგი კუცია (46 ზურიკო დავითაშვილი), 31. ბექა ქავთარაძე (57 ხვიჩა კვარაცხელია)
მკითხველის კომენტარები / 5 /
cecadze gaaqcies ,, pexburtelebi ukmayopiloa da gaaqcies da am dros yvelapers pexburtelebs da cecadzes braldeboda... yvelaperi piriqit xom ar aris shemtxvevit.. xalxi yvelapers xvdeba da imitoa aravin agar dadis stadionze.. yvelaze didi puli samtredias qonda wels da ra moxda? yvelaze kai gundi samtredias yavda da ra moxda yvela gadamwyveti tamashi ro waago tan ise ro ashkarad chanda gundma ar itamasha... araopropesionalebis xelshia gundii ashkaraa.. cecadze iseti saxelit wavida mtel samtredis sheayvara tavi da ucha sosiashvilo shen egre ver waxval..
ra xdeba
12:59 19-11-2017
1
ერთ დროს სავსე ტრიბუნები რა დრო იყო. უხაროდა ხალხს სტადიონზე მისვლის. და დგეს სჰეაზიზგეს სტადიონზე მისვლა ხალხს. ცარიელი ტრიბუნები რატო რა ხდება მიზეზს არავინ კიტხულობს. მალე ეგეც აგარ მოვა ვინც დადის.
mzia da zezva
16:32 18-11-2017
0

სიახლეები პოპულარული