ლოკომოტივი-შუქურა - წაგების ტოლფასი ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ეროვნული ლიგის აუტსაიდერ ქობულეთის "შუქურას" გადათამაშებაში მონაწილეობის შანსი გაუჩნდა და თბილისში "ლოკომოტივთან" მოედანზე მოსაგებად გავიდა. გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილები სენსაციასთან ახლოს იყვნენ და ლიგის ერთ-ერთ ლიდერთან ორჯერაც დაწინაურდნენ, მაგრამ მაინც ქულას დასჯერდნენ.

თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. ფაქტობრივად, ბურთი მოედნის ცენტრში არ ჩერდებოდა და საკმაოდ კარგი სანახავიც გამოდგა. თბილისელები თავადაც ბევრს უტევდნენ, ოღონდ, ეგ იყო, რომ დაცვაში უყურადღებოდ თამაშობდნენ. ამის შედეგი იყო პირველ ტაიმში გაშვებული გოლი და სტუმართა მიერ შექმნილი მომენტები. ქობულეთელები საკმაოდ მწვავე კონტრშეტევებს ახერხებდნენ და მეტი მარიფათი რომ გამოეჩინათ, მეტის
გატანასაც შეძლებდნენ.

59-ე წუთისთვის სტუმრები ბრაზილიელი ლეგიონერების, მარსელინიოსა და ჟეფინიოს გოლებით 2:1 დაწინაურდნენ, მაგრამ 72-ე წუთზე ლოკომოტიველმა გეგა დიასამიძემ წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა - 2:2, რაც ქობულეთელებისთვის კატასტროფის ტოლფასი შედეგია.

"ლოკომოტივმა" 53 ქულა დააგროვა, მე-5 ადგილზეა და "საბურთალოს" დაეწია. "შუქურა" კი "კოლხეთის" მოგებამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ახლა ქობულეთელებს 18 ქულა აქვთ, კონკურენტს უკვე 5 ქულით ჩამორჩებიან და გადათამაშებაში მოსახვედრად დარჩენილ 3 შეხვედრაში მხოლოდ 100-პროცენტიანი შედეგი სჭირდებათ.

მატჩის სტენოგრამა
9" - დიასამიძე საჯარიმოში მცველებს გაექცა და ქავთარაძეს უპასა, რომლის დარტყმულიც მეკარე სომხიშვილმა მოიგერია და სტუმრები გადაარჩინა.
17" - მეკარე რევაზ თევდორაძე ორ ძლიერ დარტყმას გადაეღობა - ჯერ შორიდან ჟეფინიომ "გაისროლა", ხოლო შემდეგ - კლიმიაშვილმა.
18" - გოლი! ჟეფინიომ შეტევას კარგი გაგრძელება მოუძებნა და ერთი შეხებით ბურთი მარჯვენა ფლანგზე მარსელინიოს გაატანა, რომელმაც მამუკა კობახიძე ჩამოიტოვა და საჯარიმოში შეჭრილმა ზუსტად დაარტყა - 0:1.
22" - მარსელინიომ ერთი შეხებით მეკარესთან პირისპირ გურული დატოვა. თევდორაძე კარიდან დროულად გამოვიდა, დარტყმა აუღო და გუნდი გოლისგან იხსნა, დამატებაზე კი ჩაგელიშვილმა ააცილა.
26" - გოლი! რეხვიაშვილმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, მცველმა პოზიცია დაკარგა და ხელს არავინ უშლიდა. მასპინძელთა მცველი კი კარისკენ დაიძრა და ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა - 1:1.
43" - არველაძე საჯარიმოსთან მცველს გასცდა და ძლიერად დაარტყა - ბურთი სომხიშვილმა მოიგერია და ქობულეთელები გადაარჩინა.
57" - გოლი! მარჯვენა ფლანგიდან ჯარიმა გურულმა შეასრულა - მცველებმა ბურთი ვერ მოიგერიეს და კარის წინ მყოფმა ჟეფინიომ სტუმრები მეორედ დააწინაურა - 1:2.
72" - გოლი! სილაგაძის მშვენიერი გადაცემა მარჯვენა ფლანგიდან - კარის წინ დიასამიძე მცველებს გაექცა, ბურთს წვერი წაჰკრა და წონასწორობა აღადგინა - 2:2.
75" - შალამბერიძე საჯარიმოში ბურთიანად შევარდა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ თევდორაძემ გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა.
76" - ჩაგელიშვილის ძლიერ დარტყმას ისევ თევდორაძე გადაეღობა.

ეროვნული ლიგა. XXXIII ტური
04.11. თბილისი. მიხეილ მესხი
ლოკომოტივი-შუქურა 2:2
0:1 მარსელინიო (19), 1:1 რეხვიაშვილი (26), 1:2 ჟეფინიო (57), 2:2 დიასამიძე (72. სილაგაძის პასით)
ლოკომოტივი (4-3-3): რ. თევდორაძე - გაბაძე, კობახიძე, ლ. ქურდაძე, რეხვიაშვილი - ნ. ქავთარაძე, სამურკასოვი, გოროზია (51. გვალია) - არველაძე (65. სილაგაძე), სიხარულიძე, დიასამიძე (77. გაბრიჩიძე).
სათადარიგოები: შეროზია, კიკალიშვილი, ჭანტურია, ხიდეშელი
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
შუქურა (4-2-3-1): სომხიშვილი - კახელიშვილი, პომაზანი, გოგიტიძე, დასე - ჟეფინიო, კლიმიაშვილი - ს. გურული, მარსელინიო (77. ართმელაძე), ჰან ტიანლინი (52. შალამბერიძე) - ჩაგელიშვილი.
სათადარიგოები: მელნიჩენკო, ცეცხლაძე, კალანდაძე, გოგილაშვილი, მალაზონია
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
გაფრთხილება: კობახიძე (68), დიასამიძე (69), სომხიშვილი (79), პომაზანი (82)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 25
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 15
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
გ. ხარაიშვილი (საბურთალო) 13
გ. კუხიანიძე (ტორპედო) 11
თ. კაპანაძე (ტორპედო) 11

მომდევნო ტური
17 ნოემბერი, პარასკევი
ჩიხურა-ტორპედო

18 ნოემბერი, შაბათი
შუქურა-დინამო (თბ)
სამტრედია-კოლხეთი
დინამო (ბთ)-საბურთალო
დილა-ლოკომოტივი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Tevdoradze rom ara loko waagebda!!!
Hugo
15:36 06-11-2017
0
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2017
#
გუნდი
33
22
5
6
50
71
33
20
7
6
27
67
33
15
4
14
-10
49
33
10
7
16
-10
37
33
10
3
20
-28
33
33
5
8
20
-34
23
33
3
9
21
-42
18