ეროვნული ლიგა. XXXIII ტური: როგორც იქნა "კოლხეთმა" მოიგო

AutoSharing Option
ფოთში "პარკი არენაზე" ეროვნული ლიგის XXXIII ტურის მატჩი გაიმართა.

"კოლხეთმა" გორის "დილას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

გამარჯვების გოლი იგორ ბროვკოს ანგარიშზეა, რომელმაც "დილას " კარის აღება პირველი ტაიმის მიწურულს შეძლო. ფოთელებმა ერთბურთიანი სხვაობა მატჩის ბოლომდე მიიყვანეს და 5-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად შეძლეს ეროვნულ ლიგაში გამარჯვება.

ამ გამარჯვებით "კოლხეთს" 23 ქულა დაუგროვდა და ბოლოადგილოსან "შუქურას" უკვე 6 ქულით უსწრებს, თუმცა ქობულეთელებს დღეს "ლოკომოტივის" წინააღმდეგ მატჩი ელით.

ეროვნული ლიგა. XXXIII ტური
კოლხეთი-დილა 1:0
გოლი: 1:0 იგორ ბროვკო (43)

კოლხეთი: 26. კონსტანტინე
სეფიაშვილი, 2. გიორგი კილასონია, 3. ალექსანდრე გურეშიძე, 4. ლაშა გოგონაია, 6. ამოს ნონდი, 9. იგორ ბროვკო, 10. ალეკსანდრ დერებჩინსკი, 14. გიორგი ჯანელიძე, 17. თამაზ ჟიშკარიანი, 18. ჯონ მაჩარია, 99. გიორგი ბუხაიძე

დილა: 21. გიორგი ბეგაშვილი, 71. გილერმე მორასი, 2. გოდერძი მაჩაიძე, 49. ალექსანდრე კვახაძე, 33. ანდრო სოფრომაძე, 5. გიორგი პაპავა, 89. ჟოაო პედრინიო, 88. ირაკლი ძარია, 37. დათო კირკიტაძე, 11. ლევან ნონიკაშვილი, 15. ირაკლი მოდებაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული