ჩიხურა-დინამო (თბ) - 3 ქულა ოქროს სურნელით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მას შემდეგ, რაც ძალიან სენსაციურ ტურში ქულები დაკარგა ჩემპიონობის ორმა მაძიებელმა, "სამტრედიამ" და "ტორპედომ", თბილისის "დინამოსთვის" მართლაც რომ ოქროს ფასი დაედო "ჩიხურასთან" "გასვლით" შეხვედრას, რომელიც... თბილისში, "მიხეილ მესხზე" გაიმართა.

რამდენიმე დღის წინ ავტოავარიაში მოყოლის გამო საჩხერელებს აკლდათ შოთა კაშია, მიხეილ სარდალიშვილი და ბაჩანა ცხადაძე. გარდა ამისა, "ჩიხურა" თასის გათამაშებაზეც ფიქრობს და, ალბათ, ამადაც თუ იყო, რომ სოსო ფრუიძის გუნდის რამდენიმე ლიდერი სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა.

"დინამომ" ისე მოიგო, რომ წამითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ გამარჯვებულის ვინაობა. მორიგი შედევრი შემოგვთავაზა ლაშა თოთაძემ -
მან კვლავ სტანდარტული სიტუაციიდან, დაახლოებით 35 მეტრიდან გაიტანა. ამ გოლის ხილვა ერთ რამედ ღირდა, თუმცა გამოცდილი მცველი შეცდა საჩხერელთა გოლისას...

რა თქმა უნდა, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის არყოფნამ დიდი დაღი დაასვა საჩხერელთა თამაშს, "დინამომ" კი მინდორზე გასვლის პირველივე წუთიდან იცოდა, რა უნდოდა და როგორ უნდა მიეღწია საწადელისთვის.

მატჩის სტენოგრამა
9" - ბექა მიქელთაძის შორეული დარტყმა საჩხერელთა კარის ძელს მოხვდა.
11" - აკაკი შულაიას დარტყმას ზურაბ მწყერაშვილი კუთხურზე იგერიებს.
15" - გოლი! ბაქარ ქარდავამ ბურთი მოიპოვა და ძლიერი, შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში. დარტყმა კარგი იყო, მაგრამ მწყერაშვილს მისი მოგერიება ნამდვილად შეეძლო - 0:1.
20" - ოთარ კვერნაძის თავური ოდნავ ასცდა "დინამოს" კარს.
28" - "დინამოს" კარგი კომბინაცია. გიორგი ზარიას დარტყმას მწყერაშვილი იგერიებს.
41" - გოლი! ლაშა თოთაძის შედევრი - შორეული საჯარიმო და მორიგი სუპერგოლი - 0:2!
46" - გოლი! თოთაძის შეცდომა და მეკარესთან მარტო დარჩენილი კვერნაძე სხვაობას ამცირებს - 1:2.
54" - თოთაძის საჯარიმოს შემდეგ ბურთი ასცდა საჩხერელთა კარს.
59" - გოლი! აკაკი შულაიამ ეფექტურად ითამაშა - შესანიშნავი მაღალი გადაცემა მიიღო, ერთი მოძრაობით მოატყუა მეკარე და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა - 1:3.

ეროვნული ლიგა. XXXII ტური
28.10. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჩიხურა-დინამო (თბ) 1:3
0:1 ქარდავა (15), 0:2 თოთაძე (41), 1:2 კვერნაძე (46), 1:3 შულაია (59)
ჩიხურა (4-5-1): მწყერაშვილი (64. ჰამზიჩი) - თორ. გრიგალაშვილი, მირცხულავა, კაკუბავა, ჩიკვაიძე - ლეკვთაძე, განუგრავა, ფონიავა, დობროვოლსკი (68. ივანიშვილი), დეკანოიძე - კვერნაძე (61. გაბედავა).
სათადარიგოები: კორიფაძე, გაბაძე, ტატანაშვილი, გორგიაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დინამო (4-4-2): ლიტოვჩენკო - გეგეჭკორი, სალუქვაძე, კობოური, თოთაძე - შულაია, ქარდავა (90. გადრანი), ზარია (80. ნინუა), კიტეიშვილი - ქავთარაძე (83. ქოჩლაძე), მიქელთაძე.
სათადარიგოები: რევიშვილი, მიშენკო, ლილუაშვილი, კოვტალიუკი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: ჩიკვაიძე (41), თოთაძე (77)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 25
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
გ. ხარაიშვილი (საბურთალო) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 12
გ. კუხიანიძე (ტორპედო) 11

XXXIII ტური
4 ნოემბერი, შაბათი
კოლხეთი-დილა
ლოკომოტივი-შუქურა

5 ნოემბერი, კვირა
დინამო (თბ)-დინამო (ბთ)
საბურთალო-ჩიხურა
ტორპედო-სამტრედია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული