ეროვნული ლიგა. XXXII ტური: "სამტრედია“ სახლში "საბურთალოსთან“ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 ოქტომბერს ეროვნული ლიგის XXXII ტურში "სამტრედიამ“ თბილისის "საბურთალოს“ უმასპინძლა და 0:2 წააგო.

პირველი ტაიმი საინტერესოდ, ორმხრივ შეტევებში წარიმართა. ანგარიში კი სტუმრებმა გახსნეს. აქტიურმა ხარაიშვილმა ისარგებლა ცენტრალური მცველების შეცდომით და სტურუას კარი დალაშქრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტურუამ ხარაიშვილის თავური დარტყმა მოიგერია, მაგრამ 65-ე წუთზე იმავე ხარაიშვილმა მაინც მოახერხა დუბლის შესრულება. დარჩენილ დროშიც ძალიან უგერგილოდ უტევდნენ მასპინძლები, რომლებმაც წინა ტურში თბილისში "დინამოს“ სძლიეს და ლოგიკურად დამარცხდნენ.

მოკლედ, "სამტრედია“ 61 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, "საბურთალო“ კი 53-ით მეოთხეზე.

"სამტრედია“: სტურუა, კასრაძე (81.
სამუშია), მანჯგალაძე, რაჟამაშვილი, საბანაძე, ნდონგი, გოგიაშვილი, ახალაძე, დათუნაიშვილი, გიი, ოლაიტანი

"საბურთალო“:
კუპატაძე, იაშვილი (86. ჩაბრაძე), მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, მამუჩაშვილი, შინდაგორიძე, ხარაიშვილი, ცნობილაძე, ტერა (90+2. ნადარაია), კოხრეიძე, მუეცი (67. ვოლკოვი)

გოლები: ხარაიშვილი, 28 (0:1), ხარაიშვილი, 65 (0:2)

გაფრთხილება:
გიი (26), იაშვილი (68)
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან დამღლელი ჩემპიონატია. არ არიან ჩვენი გუნდები მიჩვეულნი ასეთ დატვირთვას. საქმე უკვე ფიზიკურ გამძლეობაზეა მისული; ვინც უკეთესად არის მომზადებული, ის "ქაჩავს"; ანუ, იმის თქმა მსურს, რომ "საბურთალომ" ბრჭყალები გამოაჩინა და ორი ლიდერი უშანსოდ დაამარცხა. არ ვიცი იმ 4 შეხვედრას როგორ ჩაატარებს, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ეს კოლექტივი სწრაფად მიიწევს წინ და მომავალი წლისთვის ერთერთი ფავორიტი იქნება. ჰო, "დინამომ" კი ისევ მოიგო და თუ ორი მომდევნო შეხვედრაც "დაიჭირა", ჩემპიონობას მოიპოვებს. მომდევნო შეხვედრაში "ტორპედოს" ძალიან გაუჭირდება "სამტრედიასთან", რადგან ეს მატჩი იქნება სამტრედიელებისთვის ბოლო შანსი და არა მგონია თავი დაზოგონ.
levani kaxeti
23:18 28-10-2017
0
საბურთალო ამ ბოლოდროს მაგარ ფორმაშია
Kaxa
22:18 28-10-2017
0

სიახლეები პოპულარული