ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" ეროვნულ ლიგაში წარუმატებლად გამოდის - 31 ტურის შემდეგ ბათუმის "დინამოს" 32 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.

ბოლო ტურში საჩხერის "ჩიხურასთან" საშინაო წაგებით (1:2) გუნდმა მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა. შედეგად, გუნდიდან მთავარი მწვრთნელი კონსტანტინ ფროლოვი დაითხოვეს, რომელმაც ბათუმის "დინამო"რამდენიმე თვის წინ ჩაიბარა. 44 წლის უკრაინელი სპეციალისტი მანამდე ქობულეთის "შუქურასა" და ოდესის "ჩერნომორეცის" საფეხბურთო აკადემიის სპორტულ დირექტორად მუშაობდა.

პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელ სპეციალისტს გია ცეცაძე შეცვლიდა, რაც "ლელოსთან" თავად "სამტრედიის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა უარყო.

"ბათუმის "დინამო"? არა,
არც შემოთავაზება ყოფილა და ამაზე არც გვილაპარაკია. საერთოდ, სანამ ჩემპიონატი არ დასრულდება, მანამდე არსად არ წავალ. 5 ტურია დარჩენილი და კოლეგებს ხელი არ მინდა შევუშალო", - ამბობს ცეცაძე.

ფროლოვის გაშვებაზე ინფორმაცია "ლელოს" ბათუმელთა სპორტულმა დირექტორმა მალხაზ მახარაძემ დაუდასტურა: "ფროლოვი თავისი სურვილით წავიდა. მიზეზი ბოლო პერიოდის წარუმატებელი თამაშები გახდა".

თუმცა, მან უარყო ინფორმაცია, თითქოს, ცეცაძის დანიშვნაზე იყო ლაპარაკი და ახალი მწვრთნელის ვინაობა გაგვიმხილა: "სეზონის ბოლომდე გუნდს ასლან ბალაძე გაწვრთნის, რომელსაც იური მამინაშვილი დაეხმარება. ორივე მათგანი გუნდში წლები მუშაობდა და იმედია, "დინამოს" ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანენ".

57 წლის ასლან ბალაძე 2-ჯერ იყო ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი, მუშაობდა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში. ბოლო პერიოდში კლუბის სისტემაში მუშაობდა.

"ლელოსთან" კომენტარი ასლან ბალაძემაც გააკეთა: "მე ძალიან კარგად ვიცი, გუნდი რა მძიმე სატურნირო მდგომარეობაშია. ასეთ დროს მთავარ მწვრთნელად მისვლა უდიდეს სირთულეებს უკავშირდება, მაგრამ ბათუმის "დინამო" ჩემთვის ოჯახია, რომელზეც უარს ვერასოდეს ვიტყვი. ახლა აწონ-დაწონის დრო არ არის. ვისაც შეგვიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბათუმის "დინამომ" ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ სათვალით ცოტა გაუჭირდება მგონია.....
Dragonfly
19:31 25-10-2017
0
ბათუმელი, მოდი ჩვენს ტრიბუნასთან თუ გაგაჩნია გაიკა და იქ გაქცემთ ყველა კითხვაზე პასუხს.გარტყმაში რომ არახარ ვინ არიან პირატები,იჯექი ჩუმად და ჭამე სემიჭკა
ტარიელ
14:20 25-10-2017
0

სიახლეები პოპულარული