გია ცეცაძე: ამ ეტაპზე არცერთ ქართულ გუნდში არ ვინიშნები მწვრთნელად

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგაში ბათუმის "დინამოს" არასტაბილური ასპარეზობის გამო გავრცელდა ხმები, რომ აჭარულ კლუბში მთავარ მწვრთნელად შეიძლება გია ცეცაძე გვეხილა.

ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით სამტრედიელთა ყოფილ დამრიგებელს ვესაუბრეთ.

- ბატონო გია, ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ ბათუმის "დინამოში" შეიძლება მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიხილოთ. რამდენად რეალურია ეს?
- არ არის რეალური ნამდვილად, ამ ეტაპზე არცერთ ქართულ გუნდში არ ვინიშნები მწვრთნელად. ამ დროისთვის არ ყოფილა შემოთავაზება არცერთი გუნდიდან და ჩემპიონატის დასრულებას დაველოდები, შემდეგ კი, ალბათ, იქნება შემოთავაზებები.

- როგორ შეაფასებთ თქვენი მწვრთნელობის გარეშე "სამტრედიის"
გამოსვლას ეროვნულ ლიგაში?

- დადებითად, რა თქმა უნდა, მომზადებულია გუნდი, ცვლილებებია და ეს მისასალმებელია. რაც მთავარია, შედეგია და ეს დასაფასებელია.

- თქვენი აზრით, შეძლებს "სამტრედია" ჩემპიონობისთვის ბრძოლას?

- აუცილებლად შეძლებს, მწვრთნელსაც შესწევს მაგის ძალა და ფეხბურთელებსაც აქვთ შესაბამისი პოტენციალი. აქედან უფრო იოლად ვუყურებ გუნდის მატჩებს და ორმაგი სურვილი მაქვს, რომ გახდნენ ჩემპიონები. რესურსი ნამდვილად აქვთ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბათუმში მისვლაზე უფრო ადრე იყო საუბარი ამიტომ ვფიქრობ ბათუმსი ვიხილავთ თუმცა თუ ბათუმი დატოვებს უმალეს ლიგას მასინ ლოგიკურია რუსტავირუსტავი გადადის უმაღლესში
სიმართლე
17:25 27-10-2017
0
მერანში ან რუსთავში წავა, თუმცა მისთვის ყველაზე სასურველია ვიტ-ჯორჯია
Guadua
14:07 25-10-2017
1

სიახლეები პოპულარული