"სამჯერ გადავტრიალდით და წყლის არხში გადავვარდით" - "ჩიხურას" ავარიის დეტალები

AutoSharing Option
ხაშურის რაიონის სოფელ გომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონის 9 ფეხბურთელი ბათუმის "დინამოსთან" გამართული ეროვნული ლიგის XXXI ტურის მატჩის შემდეგ თბილისში მიემგზავრებოდა.

ღამის 2 საათზე "ჩიხურას" მიკროავტობუსი ხაშურის რაიონის სოფელ გომთან ავარიაში მოყვა.

ყველაზე ძლიერად გუნდის კაპიტანი შოთა კაშია დაზიანდა. მას ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი. საბედნიეროდ, მიკროავტობუსში მყოფთა უმრავლესობა ტრავმებს გადაურჩა.

"ბათუმის მატჩის შემდეგ ჩვენი კლუბის მიკროავტობუსით 9 ფეხბურთელი თბილისში გავუშვით. ავარია ხაშურის ავტობანზე მოხდა. წვიმდა და მანქანა მოსრიალდა. კაშიას ლავიწის ძვლის მოტეხილობა აქვს, მაგრამ მთლიანობაში, ვითარებას
თუ გავითვალისწინებთ, კიდევ კარგად გადავრჩით. კაშიას გარდა, არავინ არ დაშავებულა", - ამბობს "ჩიხურას" პრესატაშე თორნიკე შალამბერიძე.

ბერიკა შუკაკიძე, "ჩიხურას" დირექტორი: "სველი გზა იყო. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა არხში გადავარდა. კაშია დაშავდა, მცირე ტრავმა მიიღო ბაჩანა ცხადაძემაც, მაგრამ ველაპარაკე მას და მითხრა, რომ თავს უკვე კარგად გრძნობს".

მომხდარი უფრო დეტალურად გვიამბო "ჩიხურას" თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა:

"ბათუმის "დინამოსთან" მოგების შემდეგ გახარებულები ვმგზავრობდით. არ გვეძინა და ვხედავდით, რომ უცებ ტრაილერმა გადაგვისწრო. ჩვენ ძალიან კარგი მძღოლი გვყავს, მაგრამ მაგარი წვიმა იყო, გზაზე წყალი იდგა და როცა ტრაილერმა გაგვისწრო, ჩვენი მიკროავტობუსი მოსრიალდა. მერე მახსოვს, სამჯერ გადავტრიალდით და იქვე ახლოს, წყლის არხში გადავვარდით. ამ ყველაფერს ვუყურებდით და, რა დასამალია, მაგარი შიში ვჭამეთ!

ჩვენ მცირედ დავზიანდით, მაგრამ, სამწუხაროდ, შოთა კაშიამ ლავიწის ძვალი გაიტეხა და ოპერაცია დასჭირდა. დიდი იმედი მაქვს, ის მალე დაგვიბრუნდება".

კაშიას ოპერაცია გუშინვე წარმატებით ჩაუტარდა.

"ოპერაციამ საათ-ნახევარი გასტანა. ყველაფერი კარგადაა, შოთა უკვე პალატაშია. სავარაუდოდ, კლინიკას 24 ოქტომბერს დატოვებს. ერთი თვე ხელი არ უნდა ამოძრაოს და მერე ვარჯიშს მსუბუქად განაახლებს, მოედანს კი, მაქსიმუმ, სამ-ოთხ თვეში დაუბრუნდება და დიდი დატვირთვით ვარჯიშსაც უპრობლემოდ შეძლებს", - ამბობს შალამბერიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ზოგი რა ექსპერტი ხართ. ავტობანზე 120–150 რომ მიდიხარ, და გუბე დაგხვდება, რა ტარება უნდა იცოდე რომ გადაურჩე?
ლადო
24 ოქტომბერი 2017 15:36
3
აბტობანზე მაგ სისწრაფით უნდა მოძრაობდე??? შეზღუდვა არ არის შენი აზრით იქ? თან წვიმაში რომ ფრთხილად უნდა იყო, ეგ კარგ მძღოლს უნდა ესწავლებოდეს? მე ქუთაისში ვიმგზავრე ავტობუსით და ისე იარა მასტმა, რომ ყვირილი დამჭირდა აზრზე რომ მოსულიყო. ბოლოს საქმეც გამირჩია ამ ხეპრემ. ავტობუსით რომ ყოველ წუთას გასწრებას ცდილობ, თან ტრაილერების, ნორმალურია?? ბოდიში და ხურუშიანებივით დადიხართ და რა კარგი დაგემართებათ?!
odala
24 ოქტომბერი 2017 16:07
1
მაგ ადგილზე წვიმის დროს დიდი გუბე დგება და ბევრი დაზარალებულა...
მეც მომიცურდა მანქანა მაგ ადგილზე წვიმაში...
jaba
24 ოქტომბერი 2017 13:12
0
ტარებას როდის ვისწავლით. გზაზე მოქცევა არ ვიცით
ანდრი
24 ოქტომბერი 2017 13:11
4

სიახლეები პოპულარული