დინამო-სამტრედია - "სამტრედიამ" სიტუაცია დაძაბა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დინამო არენაზე" გამართულ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ორივე გუნდისთვის. ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ჯერ კიდევ აქვს ტიტულის შენარჩუნების იმედი და ამ შანსისთვის ბოლომდე იბრძვის.

"დინამომ" "სამტრედიას" პირველივე წუთებიდან აგრესიულად შეუტია და პირველივე წუთზე დაწინაურება შეეძლო, მაგრამ ლაშა თოთაძემ, რომელიც წინა ტურებში გუნდს მხსნელად მოევლინა, ამჯერად პენალტით ვერ ისარგებლა.

გუნდი თავიდანვე ომარ მიგინეიშვილმა იხსნა, რომელმაც ეს შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და დიდი როლი ითამაშა, მოქმედმა ჩემპიონმა მძიმე დასაწყისის შემდეგ რომ ამოისუნთქა და შარშანდელი თამაში გაიხსენა.

პირველ ტაიმში "დინამო" უფრო აქტიური და აგრესიული
იყო, მაღალი პრესინგით თამაშობდა და მომენტებსაც ქმნიდა, მაგრამ ფატალურად არ უმართლებდა ან მიგინეიშვილი იყო დამაჯერებელი. მაგალითად, ორჯერ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ოთარ კიტეიშვილს ჰქონდა, რომელმაც ამით ვერ ისარგებლა.

უჩა სოსიაშვილმა გაგვახსენა, რომ თბილისის "დინამოს" სპეციალისტია - მეორე ტაიმში თბილისელთა აგრესიული შეტევები დააცხრო, მათ სივრცეები ჩაუკეტა, თავად სტუმრებმა კი კონტრშეტევებზე ააგეს თამაში და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს.

ბოლოს ერთი მათგანით გუნდმა მშვენივრად ისარგებლა - გაბონის ნაკრების მცველმა ანრი ნდონგმა სტანდარტულის გათამაშების შემდეგ მცველებს დაასწრო და სადებიუტო გოლით სტუმრებს გამარჯვება და საჩემპიონო ბრძოლაში ჩართვის იმედი დაუბრუნა.

ძალიან კარგი თამაში ჩაატარა ინტერს გიიმ - ამ ფეხბურთელს კლასიც ეტყობა და ისიც, რომ ბევრად მაღალი დონის ჩემპიონატში აქვს ნათამაშები. ის დავით რაჟამაშვილთან ერთად მეორე ტაიმში სტუმართა თამაშს კარგად წარმართავდა და გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.

ამ მოგებით, "სამტრედიამ" "დინამოსთან" ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა, ხოლო ქუთაისის "ტორპედო" თბილისელებს მხოლოდ ქულით ჩამორჩება. "დინამო არენაზე" გამართულმა ამ შეხვედრამ ეროვნულ ლიგაში ბევრი რამ არია და ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, სატურნირო მდგომარეობა უკიდურესად დაძაბა.

ასე რომ, ბოლო ტურებს უდიდესი ინტრიგა შეემატა.

მატჩის სტენოგრამა
1" - მასპინძლებს ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა პირველივე წუთზე მიეცათ. ლევან გეგეჭკორის დარტყმული ბურთი მიგინეიშვილმა ცუდად მოიგერია. დამატებაზე ბექა ქავთარაძე წავიდა, მაგრამ სტუმართა მეკარემ ის მოცელა და მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა.
3" - სანამ ქავთარაძე ფეხზე წამოაყენეს, დრო გავიდა. პენალტი კი თოთაძემ შეასრულა, მაგრამ მეკარემ მარცხენა დაბალ კუთხეში დარტყმული ბურთი მოიგერია.
13" - მცველმა ბურთი უხეიროდ მოიგერია, მაიკლ ოლაიტანმა არაზუსტად დაარტყა.
14" - ფლანგური გადაცემა მიგინეიშვილმა მოიგერია. იქვე ბექა მიქელთაძე აღმოჩნდა, რომელმაც ახლოდან ააცილა.
27" - კუთხური გია მანჯგალაძემ შეასრულა: ჯემალ გოგიაშვილმა მცველებს დაასწრო, მაგრამ მიზანს ააცილა.
37" - ინტერს გიი არტყამს - ბურთი ძელს მოხვდა და მასპინძლები გადარჩნენ.
39" - გეგეჭკორის ფლანგური გადაცემის შემდეგ კართან ოთარ კიტეიშვილი გაიხსნა და კარში დაარტყა - მიგინეიშვილმა მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და სტუმრები გადაარჩინა.
44" - ისევ იგივე შეტევა განმეორდა და ისევ გეგეჭკორი-კიტეიშვილის მონაწილეობით - მიგინეიშვილის ნაცვლად, დინამოელმა თავით ნახტომში ახლოდან დაარტყა და ბურთი ძელს მოარტყა.
45" - კუთხური გიორგი ზარიამ შეასრულა: კარში დავით კობოურმა დაარტყა და კარს ააცილა.
50" - თოთაძემ ჯარიმა შეასრულა - მიგინეიშვილმა პოზიცია სწორად შეარჩია და ბურთი ადვილად აიღო.
54" - მიგინეიშვილმა ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაიტანა და სერგეი ლიტოვჩენკოს ადვილად უნდა აეღო, მაგრამ დავით რაჟამაშვილმა ხელიდან თავით ააცალა და იქვე ინტერს გიის დაუგორა - მეკარე და მცველი გადაეფარნენ და მასპინძლები მაგრად გადარჩნენ.
56" - კობოურის ფლანგური გადაცემის შემდეგ ბურთი მცველს მოხვდა და კარში წავიდა - მიგინეიშვილმა კუთხურზე მოიგერია.
60" - გია მანჯგალაძის დარტყმა კარს ასცდა.
80" - გიორგი ზარიამ შეასრულა - ქავთარაძის კარში დარტყმის შემდეგ მიგინეიშვილმა გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა.
86" - საჯარიმო დარტყმა კიტეიშვილმა შეასრულა, მაგრამ მეკარემ საიმედოდ ითამაშა.
88" - სამტრედიელთა კონტრშეტევას მანჯგალაძე აგვირგვინებდა, მაგრამ დაახანა, მცველები გადაეღობნენ და ვითარება განმუხტეს.
89" - გოლი! საჯარიმო რაჟამაშვილმა შეასრულა - ნდონგმა თოთაძეს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა - 0:1.

23.10. თბილისი. დინამო არენა
დინამო (თბ)-სამტრედია 0:1
0:1 ნდონგი (89. რაჟამაშვილის პასით)
დინამო (4-3-3): ლიტოვჩენკო - გეგეჭკორი, სალუქვაძე, თოთაძე, კობოური (90+3. კოვტალიუკი) - ქარდავა, კიტეიშვილი, კუცია (75. ქოჩლაძე) - ზარია (86. თევზაძე), მიქელთაძე, ქავთარაძე.
სათადარიგოები: რევიშვილი, მიშენკო, ლილუაშვილი, გადრანი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, ნდონგი, გოგიაშვილი, ახალაძე - დათუნაიშილი, მანჯგალაძე - რაჟამაშვილი, გიი (90+2. მარკოზაშვილი), ოლაიტანი, საბანაძე (90. სამუშია).
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
სათადარიგოები: ი. სტურუა, მთივლიშვილი, ჯიქია, ხაბეიშვილი, ოლხოვი
გაფრთხილებები: მიგინეიშვილი (3), მანჯგალაძე (63), კობოური (69), მჭედლიშვილი (85)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 25
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 12

მომდევნო ტური
28 ოქტომებრი, შაბათი
სამტრედია-საბურთალო
დილა-ტორპედო
ჩიხურა-დინამო (თბ)

29 ოქტომბერი, კვირა
ლოკომოტივი-კოლხეთი
შუქურა-დინამო (ბთ)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
იმედია ჩიხურას მოვუგებთ ბიჩებო და ისევ პირველზე ვიქნებით იმედია 1 ქულა იქნება მგონი სხვაობა ცჰვენ და ტორპედოსტან ტუ მოუგო გორს
gura
22:35 25-10-2017
0
mitxarit gushindeli penalti iyoo ? kacs dartymuli qonda da mere sheaskda mekares....kai gamazuli iyo msaji magram ver gachra gamazvamm... da kide samtredias atamashet kombinaciuri pexburti droa ukve uchaa dro...
yruashvils
15:04 24-10-2017
2

სიახლეები პოპულარული