ეროვნული ლიგა. XXXI ტური: "ტორპედომ“ "ლოკომოტივი“ 4:2 დაამარცხა

AutoSharing Option
23 ოქტომბერს ქუთაისში "ტორპედომ“ თბილისის "ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა
.
ანგარიში მე-9 წუთზე სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა სიხარულიძემ თავური დარტყმით გახსნა, ამის შემდეგ მასპინძლები ბევრს უტევდნენ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე თევდორაძე.

მეორე ტაიმის დასაწყისში თევდორაძემ კიდევ ერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი, მაგრამ ქუთაისელებმა მაინც მოახერხეს საპასუხო გოლის გატანა - კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას კაპანაძემ დაასწრო და თავით გადაგზავნა მეტოქის კარში.

დედაქალაქელებმა საპასუხოდ შეუტიეს და გოროზიამ მეორედ დაამწუხრა კვასხვაძე, რომელსაც ამ ბურთის მოგერიება მართებდა. ასევე მართებდა ბაბუნაშვილის შორიდან, საჯარიმოდან დარტყმული ბურთის
მოგერიება თევდორაძეს, რომელიც მიუხედავად ამ შეცდომისა, ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო და შემდეგი ეპიზოდისას ორჯერ არ დაანება ქუთაისელებს მესამე გოლის გატანა.

მაინც მოახერხეს მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება: 85-ე წუთზე კაპანაძემ დუბლი მიითვალა, ხოლო ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კუხიანიძემ ანგარიში 4:2 გახადა.

"ტორპედო“ ლიდერს თბილისის "დინამოს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, "ლოკომოტივი“ კი 49 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა.

„ტორპედო“: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, კაპანაძე, კუხიანიძე, ფალავანდიშვილი, გურული, დოლიძე, ქიმაძე, კვირკვია (70. ბაბუნაშვილი), კუჭუხიძე (17. ბერიაშვილი, 60. მამასახლისი)

„ლოკომოტივი“: თევდორაძე, ანდრონიკაშვილი (53. ვარძელაშვილი), სიხარულიძე, ქავთარაძე, გვალია, ხიდეშელი, გოროზია (79. გაბრიჩიძე), გაბაძე (61. ჩიტეიშვილი), კობახიძე, ქურდაძე, უბილავა

გოლები: სიხარულიძე, 9 (0:1), კაპანაძე, 47 (1:1), გოროზია, 56 (1:2), ბაბუნაშვილი, 73 (2:2), კაპანაძე, 85 (3:2), კუხიანიძე, 90+4 (4:2)

გაფრთხილება:
გოროზია (45+2)
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია, ბიჭებო, მაგრამ მაინც სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში. უფრე მეტი შრომა გვჭირდება, თუ ევროპაზე გვინდა წარმატების მიღწევა!
ქუთაისელი
10:52 24-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული