ეროვნული ლიგა. XXXI ტური: "საბურთალო" უპრობლემოდ იგებს

AutoSharing Option
23 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ეროვნული ლიგის XXXI ტურის მატჩი გაიმართა.

თბილისის "საბურთალომ" გორის "დილას" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

გორელთა კარში დუბლის გაფორმება მასპინძელთა კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა შეძლო. ეს ხარაიშვილის მე-11 გოლია ეროვნულ ლიგაში. პრესტიჟის გოლი გიორგი ფანცულაიამ შეაგდო.

ამ გამარჯვებით "საბურთალომ" სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

ეროვნული ლიგა. XXXI ტური
საბურთალო-დილა 3:1
გოლი: 1:0, 3:0 გიორგი ხარაიშვილი (45+1, 70), 2:0 გიორგიი კოხრეიძე (58), 3:1 გიორგი ფანცულაია (84)

გაფრთხილებები: 32 თენგიზ წიქარიძე
(დ), 45 გიორგი ფოფხაძე (დ), 45+1 ლუკა რაზმაძე (დ), 67 თარხნიშვილი (ს)

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი (46 ცნობილაძე), ნადარაია, გრიგალაშვილი, შინდაგორიძე, ხარაიშვილი (კ), ტერა (51 მამუჩაშვილი), თარხნიშვილი, კოხრეიძე (70 ვოლკოვი), მუეცი

დილა: მუჯრიშვილი, ფოფხაძე, რაზმაძე (კ), წიქარიძე (61 პედრინიო), ნონიკაშვილი (54 ჰეიფორდი), ფანცულაია, აბუბაკარი, ქარქუზაშვილი, კირკიტაძე, მორასი, ძარია (74 აშორტია)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული