ეროვნული ლიგა. XXXI ტური: ბათუმის "დინამო“ სახლში "ჩიხურასთან“ დამარცხდა

AutoSharing Option
22 ოქტომბერს ეროვნული ლიგის XXXI ტურში ბათუმის „დინამომ“, რომელიც უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, საკუთარ მოედანზე უმოტივაციოდ მყოფი „ჩიხურა“ მიიღო და დამარცხდა (1:2).

მატჩის დებიუტში მასპინძელთა კაპიტანმა შონიამ ისარგებლა მცველების შეცდომით და რიკოშეტით ანგარიში გახსნა, მე-16 წუთზე კი გაბედავამ საპასუხო გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში ზღვისპირელებმა დიდი ძალებით შეუტიეს, შონიამ ბურთი ხარიხას გაარტყა, თევდორაძისა და მარცვალაძის დარტყმული ბურთები მეკარე მწყერაშვილმა მოიგერია, კონტრშეტევაზე კი სარდალიშვილმა ანგარიში 1:2 გახადა.

დარჩენილ 20 წუთში ბათუმელები ბევრს კი ეცადნენ ქულის გადარჩენას, მაგრამ მომენტები ვეღარ შექმნეს და კინაღამ
მესამე გოლი მიიღეს საკუთარ კარში, როდესაც გაბედავამ ბურთი ძელს გაარტყა.

ასე და ამგვარად, „ჩიხურა“ ამ გამარჯვების შემდეგ 46 ქულით კვლავ მე-6 ადგილზეა, ხოლო „დინამო“ 32 ქულით მე-8 პოზიციაზე დარჩა.

„დინამო“:ანატოლი ტიმოფეევი, მირზა ფარტენაძე, ბორის მახარაძე (86. გიორგი ქავთარაძე), თეიმურაზ შონია, ვალერიან თევდორაძე, ანზორ სუხიაშვილი, დავით კვირკველია, ნიკა მგელაძე, იაროსლავ კვასოვი, ჯოვინო ფლამარიონი (75. თემურ ჩოგაძე), ოთარ მარცვალაძე (75. ნიკა კვალტალიანი)

„ჩიხურა“
:ზურაბ მწყერაშვილი, ბაქარ მირცხულავა, გიორგი გაბედავა, მიშიკო სარდალიშვილი (74. დენის დობროვოლსკი), გიორგი კორიფაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ლევან კაკუბავა, გიორგი ივანიშვილი (84. ირაკლი ლექვთაძე), ლაშა ჩიკვაიძე, შოთა კაშია, თორნიკე გორგიაშვილი (81. ბაჩანა ცხადაძე)

გოლები: თეიმურაზ შონია, 4 (1:0), გიორგი გაბედავა, 16 (1:1), მიშიკო სარდალიშვილი, 70 (1:2)

გაფრთხილება: მიშიკო სარდალიშვილი 15, შოთა კაშია 25, ჯოვინო ფლამარიონი 52, დიმიტრი ტატანაშვილი, 89
მკითხველის კომენტარები / 9 /
ბატუმზე გული მწყდებაა რა ბატუმს ისეტი გულსჰემატკივარი ყავს ყოველტვის მაგალი მიზნებისთვის უნდა იბრზოდეს
toko
22:33 22-10-2017
0
სად უნდა მოემზადონ სტადიონი აქვთ თუ ბაზა:)
ლაშა
00:11 23-10-2017
0

სიახლეები პოპულარული