ლოკომოტივი-საბურთალო 1:1 - რე­ვან­ში არ შედ­გა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ახალ­გაზ­რ­დულ ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ში "სა­ბურ­თა­ლოს" 19-წლამ­დელ­თა გუნ­დის თა­მაშ­მა მთა­ვარ გუნ­დ­ზეც მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა - წი­ნა დღეს თურ­ქე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ნი­კა მალ­მა, ლუ­კა ლაკ­ვე­ხე­ლი­ან­მა და გი­ორ­გი კოხ­რე­ი­ძემ ითა­მა­შეს და ცხა­დია, ისი­ნი ძი­რი­თად­ში არ იყ­ვ­ნენ. თუმ­ცა, გი­ორ­გი ჭი­აბ­რიშ­ვილს ლაკ­ვე­ხე­ლი­ა­ნი და კოხ­რე­ი­ძე სა­თა­და­რი­გო­ებ­ში მა­ინც ჰყავ­და...

სა­კად­რო პრობ­ლე­მებს ვერც "ლო­კო­მო­ტი­ვი" გა­ექ­ცა. ტრავ­მი­რე­ბუ­ლე­ბის გარ­და, გუნდს დის­კ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გე­გა დი­ა­სა­მი­ძე და და­ვით სა­მურ­კა­სო­ვიც და­აკ­ლ­დ­ნენ, რომ­ლე­ბიც საკ­ვან­ძო მო­თა­მა­შე­ე­ბი არი­ან. ამის გა­მო მას­პინ­ძ­ლებს თა­და­რიგ­ში მხო­ლოდ ორი შემ­ტე­ვი ჰყავ­დათ და ორი­ვე - გა­მო­უც­დე­ლი.

"ლო­კო­მო­ტივ­მა" თა­მა­ში აქ­ტი­უ­რად და­იწყო, რად­გან წი­ნა 3 შეხ­ვედ­რა გუ­შინ­დელ მე­ტო­ქეს­თან
წა­ა­გო - გი­ორ­გი დევ­და­რი­ა­ნი­სა და მი­სი გუნ­დის­თ­ვის ამ შეხ­ვედ­რის მო­გე­ბა, უბ­რა­ლოდ, პრინ­ცი­პის საქ­მე იყო. გან­სა­კუთ­რე­ბით მწა­რედ მათ ბო­ლო შეხ­ვედ­რა და­ა­მახ­სოვ­რ­დე­ბო­დათ, რო­მე­ლიც 0:6 წა­ა­გეს და ბუ­ნებ­რი­ვია, რე­ვან­შის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ.

ალ­ბათ, წი­ნა­სა­მატ­ჩო სტრა­ტე­გი­ის და­მუ­შა­ვე­ბი­სას ამ ფაქ­ტორს "სა­ბურ­თა­ლოც" ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, მე­ტო­ქეს ფრთხი­ლად ეთა­მა­შე­ბო­და და ძი­რი­თა­დად კონ­ტ­რ­შე­ტე­ვებს უპი­რის­პი­რებ­და.

საწყი­სი 20 წუ­თი ასე წა­რი­მარ­თა - "ლო­კო­მო­ტი­ვი" უფ­რო აქ­ტი­უ­რი იყო და მე­ტო­ქის შე­ბოჭ­ვას მა­ღა­ლი პრე­სინ­გით ცდი­ლობ­და. მაგ­რამ სა­ბურ­თა­ლო­ე­ლებ­მა ნელ-ნე­ლა შე­ტე­ვე­ბი შე­ა­ჩე­რეს და თა­მა­ში გა­ა­თა­ნაბ­რეს.

თუმ­ცა ტა­ი­მის შუ­ა­წელ­ში "ლო­კო­მო­ტი­ვი" და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ვა­ტო არ­ვე­ლა­ძე ისევ გა­აქ­ტი­ურ­დ­ნენ. ახალ­გაზ­რ­და თავ­დამ­ს­ხ­მელ­მა მწვა­ვედ შე­უ­ტია და ბო­ლოს პე­ნალ­ტიც მო­ი­პო­ვა. ჯა­რი­მით ირაკ­ლი სი­ხა­რუ­ლი­ძემ ისარ­გებ­ლა და ეროვ­ნულ ლი­გა­ში 24-ე გო­ლი გა­ი­ტა­ნა, "სა­ბურ­თა­ლოს" კა­რი კი წლე­ულს პირ­ვე­ლად აიღო.

კარ­გია, რომ ლა­შა გვა­ლია ფორ­მა­ში შე­დის. ის 22 წლის იყო, გო­რის "დი­ლა­ში" ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მშვე­ნი­ე­რი ევ­რო­სე­ზო­ნის შემ­დეგ რუ­სუ­ლი პრე­მი­ერ­ლი­გის "ურალ­თან" ერ­თ­წ­ლი­ა­ნი კონ­ტ­რაქ­ტი რომ გა­ა­ფორ­მა. მაგ­რამ სა­მუ­შაო ვი­ზა არ მის­ცეს, ფორ­მი­დან ამო­ვარ­და და მე­რე კონ­დი­ცი­ე­ბი ვე­რა და ვერ აღიდ­გი­ნა. დევ­და­რი­ან­მა კი მას ამის შან­სი მის­ცა და აგერ, "ლო­კო­მო­ტი­ვის" ძი­რი­თად­ში ად­გი­ლიც და­იმ­კ­ვიდ­რა...

სა­ბურ­თა­ლო­ე­ლებ­მა "ბრჭყა­ლე­ბი" მხო­ლოდ ტა­ი­მის ბო­ლოს გა­მო­ა­ჩი­ნეს და წო­ნას­წო­რო­ბა აღად­გი­ნეს. სა­ერ­თოდ, თა­მა­ში ძა­ლი­ან სწრაფ ტემ­პ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ბურ­თი მო­ედ­ნის ცენ­ტ­რ­ში არ ჩერ­დე­ბო­და. თუმ­ცა მე­ო­რე ტა­იმ­ში თა­მა­ში გა­უ­ფე­რულ­და. ორი­ვე გუნ­დი ბევრს ეცა­და, იბ­რ­ძო­და, მაგ­რამ ის მუხ­ტი გაქ­რა, რაც პირ­ველ ტა­იმ­ში იყო და მო­მენ­ტე­ბიც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად იქ­მ­ნე­ბო­და.

სა­ბო­ლო­ოდ, შეხ­ვედ­რა ფრედ დას­რულ­და, რაც ლო­გი­კუ­რი იყო. ასე რომ, "ლო­კო­მო­ტივს" რე­ვან­ში არ გა­მო­უ­ვი­და.

მატჩის სტენოგრამა
5" - ქავ­თა­რა­ძე სა­ჯა­რი­მოს მი­უ­ახ­ლოვ­და და კარ­ში და­არ­ტყა - კუ­პა­ტა­ძემ ბურ­თი და­ა­მი­წა.
12" - ლა­შა გვა­ლი­ას უძ­ლი­ე­რე­სი დარ­ტყ­მა და "სა­ბურ­თა­ლო" კუ­პა­ტა­ძის ნახ­ტომ­მა გა­და­არ­ჩი­ნა.
26" - შინ­და­გო­რი­ძის გა­და­ცე­მა არ­ვე­ლა­ძემ ჩაჭ­რა, სა­ჯა­რი­მო­ში ცნო­ბი­ლა­ძეს გას­ც­და და რომ არა მცველ მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლის თავ­გან­წი­რუ­ლი თა­­მა­ში, "სა­ბურ­თა­ლო" გოლს ვერ გა­და­ურ­ჩე­ბო­და.
27" - გო­ლი! მა­მუ­ჩაშ­ვილ­მა სა­ჯა­რი­მო­ში არ­ვე­ლა­ძე მო­ცე­ლა და არ­ბიტ­რ­მა და­ნიშ­ნა პე­ნალ­ტი, რო­მე­ლიც სი­ხა­რუ­ლი­ძემ ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა - 1:0.
34" - რეხ­ვი­აშ­ვილის ჯარიმა "ცო­ც­ხალ კე­დელს" მოხ­ვ­და და ტრაექ­ტო­რი­ა­შეც­ვ­ლი­ლი კა­რის წინ, მა­მუ­კა კო­ბა­ხი­ძეს­თან აღ­მოჩ­ნ­და, ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის და­რ­ტყ­მუ­ლი კი ძელს მოხ­ვ­და.
38" - შინ­და­გო­რი­ძემ ბურ­თი კა­რის წინ ჩა­ა­წო­და, სა­დაც ვოლ­კოვ­მა თა­ვით სცა­და გა­ტა­ნა. ბურ­თი მცველს მოხ­ვ­და და კუთხურ­ზე გა­და­ვი­და.
38" - შე­ტე­ვა გაგ­რ­ძელ­და და კუ­თხუ­რის შემ­დეგ თა­ვუ­რით კარს უკ­ვე მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი და­ე­მუქ­რა. მან მი­ზანს ოდ­ნავ ააცი­ლა და მას­პინ­ძ­ლე­ბი გა­დარ­ჩ­ნენ.
41" - გო­ლი! შინ­და­გო­რი­ძემ სა­ჯა­რი­მო­ში ორი მცვე­ლი ჩა­მო­ი­ცი­ლა და მე­კა­რეს ახ­ლო კუთხე­ში გა­უ­ტა­ნა - 1:1.
56" - შინ­და­გო­რი­ძის ფლან­გუ­რი გა­და­ცე­მა მცველ­მა ცუ­დად მო­ი­გე­რია და კა­რის წინ უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ დარ­ჩე­ნილ­მა ხა­რა­იშ­ვილ­მა თა­ვუ­რი და­არ­ტყა, მაგ­რამ ქურ­და­ძემ სა­ი­მე­დოდ ითა­მა­შა.
84" - ქურ­და­ძე კა­რი­დან გა­მო­ვარ­და, ვოლ­კოვს შე­ე­ჯა­ხა და... თა­მა­ში 4 წუ­თით შეწყ­და...
90+6" - შე­ტე­ვა­ში "სა­ბურ­თა­ლ­ოს" მე­კა­რე კუ­პა­ტა­ძემ ჯა­რი­მა მო­ედ­ნის ცენ­ტ­რი­დან შე­ას­რუ­ლა - ბურ­თი "ცხრი­ა­ნის­კენ" წა­ვი­და და ქურ­და­ძემ თა­ვი­სი­ა­ნე­ბი გა­და­არ­ჩი­ნა.

19.10. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ)
ლოკომოტივი-საბურთალო 1:1
1:0 სი­ხა­რუ­ლი­ძე (28-პენ), 1:1 შინ­და­გო­რი­ძე (41)
ლო­კო­მო­ტი­ვი (4-3-3): ბ. ქურ­და­ძე - გა­ბა­ძე (71. ჩი­ტე­იშ­ვი­ლი), კო­ბა­ხი­ძე, რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, უბი­ლა­ვა - ნ. ჭან­ტუ­რია, გვა­ლია, ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლი (79. ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლი) - ნ. ქავ­თა­რა­ძე, სი­ხა­რუ­ლი­ძე, არ­ვე­ლა­ძე (60. გაბ­რი­ჭი­ძე).
სა­თა­და­რი­გო­ე­ბი: რ. თევ­დო­რა­ძე, ხი­დე­შე­ლი, ლ. ქურ­და­ძე
მწვრთნე­ლი: გი­ორ­გი დევ­და­რი­ა­ნი
სა­ბურ­თა­ლო (4-2-3-1): კუ­პა­ტა­ძე - იაშ­ვი­ლი, მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი, ცნო­ბი­ლა­ძე, ნა­და­რაია (60. თედ. გრი­გა­ლაშ­ვი­ლი) - მა­მუ­ჩაშ­ვი­ლი (68. ბი­ძი­ნაშ­ვი­ლი), თარ­ხ­ნიშ­ვი­ლი - შინ­და­გო­რი­ძე, ხა­რა­იშ­ვი­ლი, ვოლ­კო­ვი - მუ­ი­ე­ცი (63. კოხ­რე­ი­ძე).
სა­თა­და­რი­გო­ე­ბი: გო­შა­ძე, ლაკ­ვე­ხე­ლი­ა­ნი, იმ­ნა­ძე, ტე­რა
მწვრთნე­ლი: გი­ორ­გი ჭი­აბ­რიშ­ვი­ლი
გაფ­რ­თხი­ლე­ბე­ბი: ცნო­ბი­ლა­ძე (35), ნ. ქავ­თა­რა­ძე (69), თარ­ხ­ნიშ­ვი­ლი (73), ჭან­ტუ­რია (90+6)
არ­ბიტ­რი: ბ. ნი­ნუა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული