პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ორივე გუნდი ბევრს უტევდა და მე-40 წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს. ლაშა სალუქვაძის შეცდომით გიორგი ფანცულაიამ ისარგებლა, ბურთი აართვაა, მას ხელი ლაშა თოთაძემაც ვერ შეუშალა, მახვილი კუთხიდან დაარტყა და მეკარე სერგეი ლიტოვჩენკომ არგასაშვები გოლი გაუშვა. შესვენებაზე გასვლამდე სტუმრებსაც ქონდათ მომენტი, მაგრამ ბექა მიქელთაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა ბურთი მიზანს.
მეორე ტაიმში გორელებმა უკან დაიხიეს, "დინამომ“ ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა
82-ე წუთზე კი საკუთარ საჯარიმოში ალექსანდრე კვახაძემ ქავთარაძე წააქცია, მსაჯმა თერთმეტმტრიანი დანიშნა და თოთაძემ პენალტი გამოიყენა. მომდევნო იერიშისას მიქელთაძეს მეორე გოლის გატანა მუჯრიშვილმა არ დაანება. შეხვედრის ძირითადი დროისთვის წამატებულ მე-3 წუთზე კი "დილას“ კიპერმა შეცდომა დაუშვა, თოთაძის მიერ შორი მანძილიდან, საჯარიმოდან დარტყმული ბურთი გაუშვა და "დინამომ“ 2:1 გაიმარჯვა.
მოკლედ, "დინამო" 65 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ქუთაისის "ტორპედოს" 4 ქულით უსწრებს, ხოლო "დილა" 34 ქულით მე-7 პოზიციაზე დარჩა.
"დილა“: მუჯრიშვილი, ფოფხაძე, კვახაძე, რაზმაძე, აბუბაკარი (46. პაპავა), წიქარიძე (76. ნუბიო), ნონიკაშვილი, ფანცულაია (72. მოდებაძე), კირკიტაძე, მორასი, პედრინიო
"დინამო“: ლიტოვჩენკო, თოთაძე, გეგეჭკორი, სალუქვაძე, კობოური, ქარდავა, ძარია (66. ქოჩლაძე), კიტეიშვილი, მიქელთაძე, შულაია (90+2. კუცია), ქავთარაძე
გოლები: ფანცულაია, 40 (1:0). თოთაძე, 82. პენ (1:1). თოთაზე, 90+3, (1:2)
გაფრთხილება: შულაია (88)