ეროვნული ლიგა. XXX ტური: "ლოკომოტივმა" "საბურთალოს" მხოლოდ ქულა დაუთმო

AutoSharing Option
19 ოქტომბერს ეროვნული XXX ტურის მატჩი გაიმართა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე თბილისური დერბი შედგა, სადაც "ლოკომოტივმა" "საბურთალოს" უმასპინძლა. დაპირისპირება ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა პენალტით გახსნენს. გოლის ავტორი ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე გახდა, რომელმაც უკვე 23-ე გოლი მიითვალა. სტუმრებმა გათანაბრება პირველივე ტაიმში ლაშა შინდაგორიძეს გოლით შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში "საბურთალომ" სამივე მატჩი მოუგო "ლოკომოტივს", ამ ჯერზე კი "ლოკომოტივმა" მხოლოდ ქულა დაუთმო.

ლოკომოტივი-საბურთალო 1:1
გოლები: 1:0 ირაკლი სიხარულიძე (პენ. 28), 1:1 ლაშა შინდაგორიძე (41)
გაფრთხილება: 35 დაჩი ცნობილაძე (საბ), 69 ნოდარ ქავთარაძე (ლოკ), 73 თორნიკე თარხნიშვილი (საბ), 96 ნიკა ჭანტურია (ლოკ)

ლოკომოტივი: 77. ბექა ქურდაძე, 4. ნიკა ჭანტურია, 5. ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, 7. ირაკლი სიხარულიძე, 8. ნოდარ ქავთარაძე, 13. ლაშა გვალია, 24. ვატო არველაძე, 27. გიორგი გაბაძე, 30. მამუკა კობახიძე, 50. გიორგი რეხვიაშვილი, 80. დავით უბილავა C

სათადარიგო შემადგენლობა: 25. რევაზ თევდორაძე, 3. რევაზ ჩიტეიშვილი, 12. ნიკოლოზ გაბრიჩიძე, 16. გიორგი ხიდეშელი, 22. ლუკა ვარძელაშვილი, 44. ლევან ქურდაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

საბურთალო: 17. ლაზარე კუპატაძე, 2. ნოდარ იაშვილი, 4. გაგი მარგველაშვილი, 5. ცოტნე ნადარაია, 7. ვლადიმერ მამუჩაშვილი, 9. ლაშა შინდაგორიძე, 10. გიორგი ხარაიშვილი C, 15. დაჩი ცნობილაძე, 24. თორნიკე თარხნიშვილი, 90. დავით ვოლკოვი, 93. ნდუე მუეცი

სათადარიგო შემადგენლობა: 1. ოთო გოშაძე, 6. თედორე გრიგალაშვილი, 14. ირაკლი ბიძინაშვილი, 16. ლუკა ლაკვეხელიანი, 19. ლუკა იმნაძე, 20. ელვინ ტერა, 25. გიორგი კოხრეიძე

მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული