ეროვნული ლიგა. XXX ტური: "სამტრედიამ" სოსიაშვილის თავკაცობით მოიგო

AutoSharing Option
18 ოქტომბერს ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის XXX ტურის მატჩი გაიმართა.

"სამტრედიამ" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მოქმედმა ჩემპიონმა ახალი მთავარი მწვრთნელის უჩა სოსიაშვილის ხელმძვანელობით დამაჯერებლად მოიგო.

შეხვედრის 25-ე წუთზე მასპინძელთა ლეგიონერი მაიკლ ოლაიტანი გამორიჩა. რამდენიმე წუთში კი გიორგი ახალაძემ უპირატესობა ორამდე გაზარდა. საკუთარ ანგარიშზე გოლის ჩაწერა ნიკა საბანაძემაც მოახერხა.

ამ მოგების შემდეგ "სამტრედიას" 58 ქულა დაუგროვდა და დროებით სატურნირო ცხრილში ქუთაისის "ტორპედოს" გაუტოლდა.

ეროვნული ლიგა. XXX ტური
სამტრედია-დინამო (ბთ) 3:0
გოლები: 1:0 მაიკლ ოლაიტანი
(25), 2:0 გიორგი ახალაძე (31), 3:0 ნიკა საბანაძე (62)

სამტრედია: 12. ომარ მიგინეიშვილი (C), 3. ლაშა კასრაძე, 7. დავით რაჟამაშვილი, 10. ნიკოლოზ საბანაძე, 15. ანრი ნდონგი, 18. ჯემალ გოგიაშვილი, 20. გიორგი ახალაძე, 22. გიორგი მჭედლიშვილი, 24. ბაკარ ბალდე, 80. ანტე გიი, 99. მაიკლ ოლაიტანი

სათადარიგო შემადგენლობა: 30. ილია სტურუა, 2. დავით მთივლიშვილი, 4. ნიკა სანდოხაძე, 8. თეიმურაზ მარკოზაშვილი, 14. დავით ჯიქია, 21. გიგლა ბურკაძე, 77. გურამ სამუშია

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

დინამო (ბთ): 13. ანატოლი ტიმოფეევი, 2. მირზა ფარტენაძე, 3. ვაჟა ქორიძე, 5. ბექა ვარშანიძე, 7. გიორგი ქავთარაძე, 8. თეიმურაზ შონია (C), 11. ანზორ სუხიაშვილი, 20. ელგუჯა გრიგალაშვილი, 28. არჩილ ტვილდიანი, 30. ნიკა მგელაძე, 99. ოთარ მარცვალაძე

სათადარიგო შემადგენლობა: 19. ლევან შოვნაძე, 4. ბორის მახარაძე, 10. ვალერიან თევდორაძე, 14. რომან რუხაძე, 18. თემურ ჩოგაძე, 96. ჯოვინო ფლამარიონი, 98. ნიკა კვანტალიანი

მთავარი მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული