ეროვნული ლიგა. XXIX ტური: თბილისის "დინამომ“ "ლოკომოტივს“ 3:1 მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ოქტომბერს ეროვნული ლიგის XXIX ტურში თბილისის "დინამომ“ თანაქალაქელი "ლოკომოტივი“ მიიღო და 3:1-ზე დაამარცხა.

მატჩი მეტად საინტერესო გამოდგა. ანგარიში დებიუტში საჯარიმოდან დარტყმით ლაშა თოთაძემ გახსნა. დაწინაურებულ მასპინძლებს გოლის გატანა კიდევ შეეძლოთ, განსაკუთრებით კარგი მომენტი ვერ გამოიყენა ბექა მიქელთაძემ, რომელმაც 7 მეტრიდან ბურთი კარს ააცილა. სტუმრებმა რამოდენიმე მწვავე იერიში მიიტანეს მოწინააღმდეგის კარზე, ირაკლი სიხარულიძემ აიღო კიდეც სერგეი ლიტოვჩენკოს კარი, მაგრამ მსაჯმა გიორგი ვარდოსანიძემ საეჭვო თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

შესვენების წინ გიორგი რეხვიაშვილმა თავურით გოლი გაუტანა ლიტოვჩენკოს, თუმცა მიქელთაძემ მალე ისევ
დააწინაურა "დინამო“ და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში კახა კაჭარავას გუნდმა თამაში დააწყნარა, უპირატესობასაც ფლობდა, მიქელთაძემ კიდევ ერთხელ დაამწუხრა მეკარე რევაზ თევდორაძე , 3:1, უახლოეს მდევარს ქუთაისის "ტორპედოს“ ისევ 4 ქულით გაასწრო, ხოლო "ლოკომოტივი“ 48 ქულით მე-4 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მესმის, რომ ძალიან ძნელი გასვლა გველის გორში, მაგრამ აუცილებლად მოსაგებია ეგ თამაში და აბა, თქვენ იცით, თქვენი იმედი გვაქვს!
levani kaxeti
20:47 17-10-2017
0
საღოლ ბიჭებო მაგრები ხართ რომ მოიგეთ და სამი ქულა ჩაიწერეთ წინ დინამო გორთანაც იმედია აიღებთ ქულას იმედია ტორპედო არ გაგისწრებთ ბიჭებო თუ ასე ითამაშებთ ბევრს მიაღწევთ
gurami
20:33 16-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული