რას გვაძლევს პოლარის სისტემა - ინტერვიუ ირაკლი ჩიტაურთან

AutoSharing Option
პოლარის სისტემა ეროვნულ ლიგაში - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, უკვე სამ ტურში მოხდა თანამედროვე ანალიტიკური პლატფორმის გამოყენება, რაც ქართულ ფეხბურთში უპრეცედენტო ფაქტია.

რა თქმა უნდა, სიახლეს მოჰყვა გამოხმაურებებიც და არცთუ ცოტა, თუმცა გულშემატკივრებში მაინც გაჩნდა ორაზროვანი შეხედულებები ამა თუ იმ მონაცემზე. სწორედ ამის გამო ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გადაწყვიტა, ესაუბრა სფფ-ის ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელთან, ირაკლი ჩიტაურთან, ვინც დეტალურად ახსნის, თუ რას გვაძლევს პოლარის სისტემა...

- ზოგადი კითხვით დავიწყოთ: რა დადებითი შეუძლიათ მიიღონ კლუბებმა პოლარის სისტემიდან?
- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა თანამედროვე სპორტში და არამხოლოდ ფეხბურთში. დღეს პოლარის სისტემისგან მიღებული შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი მწვრთნელისთვის, რამეთუ მათ ყველა სპორტსმენზე აქვთ დეტალური ინფორმაცია, იციან მათი პლუს-მინუსები, აფასებენ გაწეულ სამუშაოს... თანამედროვე ფეხბურთი იმ დონეზეა, ასეთ ნიუანსებს უდიდესი ყურადღება ექცევა და დიდი სურვილი გვაქვს, მსგავსი საშუალება ეროვნული ლიგის მონაწილე ყველა კლუბს ჰქონდეს... ცხადია, დღეს პოლარის გარდა, სხვა ანალიტიკური პლატფორმებიც არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე პოლარი აბსოლუტურად საკმარისი და მისაღები ვარიანტია ჩვენთვის.

- როგორ მიიღეს ეს სიახლე კლუბებმა?
- ჯერჯერობით სამ მატჩზე მიგვავლინა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და მინდა გითხრათ, რომ სამივე შემთხვევაში კლუბებიდან დიდი ინტერესი დავინახეთ. მათთვის ეს სიახლეა და ჩვენც ვცდილობთ, დაწვრილებით ავუხსნათ ამ სისტემით მუშაობის სპეციფიკა.

- შედეგებზეც ვთქვათ: რა დასამალია და, ზოგიერთმა მაჩვენებელმა გულშემატკივრების გაკვირვება გამოიწვია...
- ეს აბსოლუტურად ბუნებრივია და აქვს ლოგიკური საფუძველი. წლების განმავლობაში მსგავსი მონაცემების მიღება საქართველოს ჩემპიონატში არ ხდებოდა, ნაჩვენები შედეგებიც არ იყო მისაღები, ამიტომ იქმნებოდა წარმოდგენა, რომ ამ მხრივ ძალიან დაბალი მაჩვენებლები იქნებოდა. ცხადია, კმაყოფილები არც ახლა ვართ. მართალია, ციფრები თითქოს მისაღებია, მაგრამ აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ტემპს, რაც უკეთესის სურვილს გვიტოვებს. თუნდაც მაგალითად ავიღოთ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელის, გიორგი კუხიანიძის მიერ დაფარული 12 კილომეტრი. ეს შედეგი აბსოლუტურად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ მაჩვენებლებს, მაგრამ სასურველია, ჩვენმა ფეხბურთელებმა ეს 11 თუ 12 კილომეტრი დაფარონ უფრო მაღალ ტემპში და თან ისწავლონ სწორი სირბილი. მარტივად რომ ვთქვა: სირბილი არა ყველგან, არამედ სწორად! ესაა მთავარი განსხვავება ევროპულ და ქართულ მაჩვენებლებს შორის.

- დაფარული მანძილის გარდა, კითხვის ნიშნები გამოიწვია მაქსიმალურმა სიჩქარემაც...
- დაახლოებით მსგავსი ვითარებაა აქაც. სხვადასხვა პუბლიკაციაც შემხვდა, რომ თითქმის ინგლისის პრემიერლიგაში ნაჩვენებ შედეგებს იმეორებს ესა თუ ის ქართველი ფეხბურთელი, მაგრამ აქაც სხვა სპეციფიკაა. დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენი მეტრის შემდეგ ავითარებს ამ სისწრაფეებს, მაგალითად, ინგლისელი ფეხბურთელი და თან თამაშის განმავლობაში რამდენჯერ ახერხებს ამას; რა არის იმათი ათვლის წერტილი და რა - ჩვენი. პოლარის სისტემა არაფერს იტყუება და ეს არც არის ჩვენი მიზანი, რომ ვინმე შეცდომაში შევიყვანოთ ან თავი მოვიტყუოთ. პირიქით, ნოდარ იაშვილმა წამიერად 36,8 კმ/სთ თუ დააფიქსირა, ეს არც გასაკვირია და არც იმას ნიშნავს, რომ მასზე სწრაფი არავინაა. აქ სხვა რამეა დასახვეწი: რამდენი დრო მოანდომა მან ამ სისწრაფის მიღწევას, რამდენი მეტრი
დასჭირდა ამისთვის და რამდენჯერ შეძლო 90 წუთში მიახლოებითი სისწრაფეების გაკეთება...

- თუ შეგვიძლია თანამედროვე ევროპულ ფეხბურთს შევადაროთ?
- რა თქმა უნდა. ცხადია, ინგლისის პრემიერლიგაში გაცილებით მეტ სპრინტს აკეთებენ, ეს ისედაც, ყოველგვარი აპარატურის გარეშეც თვალსაჩინოა. ფეხბურთი უკვე მთლიანადაა აწყობილი სპრინტებზე, მოკლე დისტანციების სწრაფად დაფარვაზე და არა ერთჯერადად ნაჩვენებ სიჩქარეზე. პოლარის სისტემას ვიყენებთ ეროვნულ ნაკრებშიც, სადაც სწორედ პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მონაცემები გვაქვს დაყენებული და მინდა გითხრათ, რომ ნაკრებში ამ მხრივ დიდი პროგრესი გვაქვს. ფეხბურთელები ძალიან ახლოს არიან ევროპულ მოთხოვნებთან.

- და რა სისწრაფეზე დაითვალეთ ეროვნულ ლიგაში სპრინტების რაოდენობა?
- აღებული გვქონდა საშუალოევროპული მაჩვენებელი, როცა 19 კმ/სთ-ზე მაღლა ითვლება სპრინტად. პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ეს მაჩვენებელი 25 კმ/სთ-ზე მაღლა ითვლება. მომდევნო ტურებიდან უკვე დაგეგმილი გვაქვს, ეროვნულ ლიგაშიც ზუსტად ეს ნიშნული ავიღოთ ათვლის წერტილად და ცხადია, ნაჩვენები სპრინტების რაოდენობა დაიკლებს, თუმცა ალბათ მაინც საინტერესო იქნება განსხვავება.

- მომდევნო ნაბიჯი, ალბათ, კლუბებში ამ სისტემის დანერგვა უნდა იყოს...
- ეს აუცილებელია და დიდი იმედი მაქვს, ქართული კლუბები ფეხს აუწყობენ თანამედროვე მოთხოვნებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ანალიტიკური ჯგუფის თითოეული წევრი მზად ვართ, ნებისმიერ დროს გავუწიოთ მათ კონსულტაცია და დახმარება. ეს, პირველ რიგში, მათი განვითარებისთვის, ვარჯიშების დაგეგმვისთვის, ნაკლის გამოსწორებისთვის და ფეხბურთელებზე სრული მონაცემების მიღებისთვისაა საჭირო.

მომზადებულია Eliga.ge-ს მიხედვით

პოლარის სისტემა ეროვნულ ლიგაში - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით უკვე სამ ტურში მოხდათანამედროვე ანალიტიკური პლატფორმის გამოყენება, რაც ქართულ ფეხბურთში უპრეცედენტო ფაქტია.

რა თქმა უნდა, სიახლეს მოჰყვა გამოხმაურებებიც და არცთუ ცოტა, თუმცა გულშემატკივრებში მაინც გაჩნდა ორაზროვანიშეხედულებები ამა თუ იმ მონაცემზე. სწორედ ამის გამო, ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გადაწყვიტაესაუბრა სფფ-ის ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელთან ირაკლი ჩიტაურთან, ვინც დეტალურად ახსნის, თუ რას გვაძლევსპოლარის სისტემა...

ზოგადი კითხვით დავიწყოთ: რა დადებითი შეუძლიათ მიიღონ კლუბებმა პოლარის სისტემიდან?

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა თანამედროვე სპორტში და არა მხოლოდ ფეხბურთში. დღეს პოლარისსისტემისგან მიღებული შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი მწვრთნელისთვის, რამეთუ მათ ყველა სპორტსმენზეაქვთ დეტალური ინფორმაცია, იციან მათი პლუს-მინუსები, აფასებენ გაწეულ სამუშაოს... თანამედროვე ფეხბურთი იმდონეზეა, ასეთ ნიუანსებს უდიდესი ყურადღება ექცევა და დიდი სურვილი გვაქვს, მსგავსი საშუალება ეროვნული ლიგისმონაწილე ყველა კლუბს ჰქონდეს... ცხადია, დღეს პოლარის გარდა, სხვა ანალიტიკური პლატფორმებიც არსებობს, თუმცა ამეტაპზე პოლარი აბსოლუტურად საკმარისი და მისაღები ვარიანტია ჩვენთვის.

როგორ მიიღეს ეს სიახლე კლუბებმა?

ჯერჯერობით სამ მატჩზე მიგვავლინა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და მინდა გითხრათ, რომ სამივე შემთხვევაშიკლუბებიდან დიდი ინტერესი დავინახეთ. მათთვის ეს სიახლეა და ჩვენც ვცდილობთ, დაწვრილებით ავუხსნათ ამსისტემით მუშაობის სპეციფიკა.

შედეგებზეც ვთქვათ: რა დასამალია და, ზოგიერთმა მაჩვენებელმა გულშემატკივრების გაკვირვება გამოიწვია...

ეს აბსოლუტურად ბუნებრივია და აქვს ლოგიკური საფუძველი. წლების განმავლობაში მსგავსი მონაცემების მიღებასაქართველოს ჩემპიონატში არ ხდებოდა, ნაჩვენები შედეგებიც არ იყო მისაღები, ამიტომ იქმნებოდა წარმოდგენა, რომ ამმხრივ ძალიან დაბალი მაჩვენებლები იქნებოდა. ცხადია, კმაყოფილები არც ახლა ვართ. მართალია, ციფრები თითქოსმისაღებია, მაგრამ აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ტემპს, რაც უკეთესის სურვილს გვიტოვებს. თუნდაც მაგალითად ავიღოთქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელის, გიორგი კუხიანიძის მიერ დაფარული 12 კილომეტრი. ეს შედეგი აბსოლუტურადშეესაბამება თანამედროვე ევროპულ მაჩვენებლებს, მაგრამ სასურველია ჩვენმა ფეხბურთელებმა ეს 11 თუ 12 კილომეტრიდაფარონ უფრო მაღალ ტემპში და თან ისწავლონ სწორი სირბილი. მარტივად რომ ვთქვა: სირბილი არა ყველგან, არამედსწორად! ესაა მთავარი განსხვავება ევროპულ და ქართულ მაჩვენებლებს შორის.

დაფარული მანძილის გარდა, კითხვის ნიშნები გამოიწვია მაქსიმალურმა სიჩქარემაც...

დაახლოებით მსგავსი ვითარებაა აქაც. სხვადასხვა პუბლიკაციებიც შემხვდა, რომ თითქმის ინგლისის პრემიერლიგაშინაჩვენებ შედეგებს იმეორებს ესა თუ ის ქართველი ფეხბურთელი, მაგრამ აქაც სხვა სპეციფიკაა. დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენი მეტრის შემდეგ ავითარებს ამ სისწრაფეებს მაგალითად ინგლისელი ფეხბურთელი და თან თამაშის განმავლობაშირამდენჯერ ახერხებს ამას. რა არის იმათი ათვლის წერტილი და რა - ჩვენი. პოლარის სისტემა არაფერს იტყუება და ეს არცარის ჩვენი მიზანი, რომ ვინმე შეცდომაში შევიყვანოთ, ან თავი მოვიტყუოთ. პირიქით, ნოდარ იაშვილმა წამიერად 36,8 კმ/სთ თუ დააფიქსირა, ეს არც გასაკვირია და არც იმას ნიშნავს, რომ მასზე სრაფი არავინაა. აქ სხვა რამეა დასახვეწი: რამდენიდრო მოანდომა მან ამ სისწრაფის მიღწევას, რამდენი მეტრი დასჭირდა ამისთვის და რამდენჯერ შეძლო 90 წუთშიმიახლოებითი სისწრაფეების გაკეთება...

თუ შეგვიძლია თანამედროვე ევროპულ ფეხბურთს შევადაროთ?

რა თქმა უნდა. ცხადია, ინგლისის პრემიერლიგაში გაცილებით მეტ სპრინტს აკეთებენ, ეს ისედაც, ყოველგვარი აპარატურისგარეშეც თვალსაჩინოა. ფეხბურთი უკვე მთლიანადაა აწყობილი სპრინტებზე, მოკლე დისტანციების სწრაფად დაფარვაზე დაარა ერთჯერადად ნაჩვენებ სიჩქარეზე. პოლარის სისტემას ვიყენებთ ეროვნულ ნაკრებშიც, სადაც სწორედ პრემიერლიგისადა ჩემპიონთა ლიგის მონაცემები გვაქვს დაყენებული და მინდა გითხრათ, რომ ნაკრებში ამ მხრივ დიდი პროგრესი გვაქვს. ფეხბურთელები ძალიან ახლოს არიან ევროპულ მოთხოვნებთან.

და რა სისწრაფეზე დაითვალეთ ეროვნულ ლიგაში სპრინტების რაოდენობა?

აღებული გვქონდა საშუალო ევროპული მაჩვენებელი, როცა 19 კმ/სთ-ზე მაღლა ითვლება სპრინტად. პრემიერლიგასა დაჩემპიონთა ლიგაში ეს მაჩვენებელი 25 კმ/სთ-ზე მაღლა ითვლება. მომდევნო ტურებიდან უკვე დაგეგმილი გვაქვს, ეროვნულლიგაშიც ზუსტად ეს ნიშნული ავიღოთ ათვლის წერტილად და ცხადია, ნაჩვენები სპრინტების რაოდენობა დაიკლებს, თუმცა ალბათ მაინც საინტერესო იქნება განსხვავება.

მომდევნო ნაბიჯი ალბათ კლუბებში ამ სისტემის დანერგვა უნდა იყოს...

ეს აუცილებელია და დიდი იმედი მაქვს, ქართული კლუბები ფეხს აუწყობენ თანამედროვე მოთხოვნებს. საქართველოსფეხბურთის ფედერაცია და ანალიტიკური ჯგუფის თითოეული წევრი მზად ვართ, ნებისმიერ დროს გავუწიოთ მათკონსულტაცია და დახმარება. ეს პირველ რიგში მათი განვითარებისთვის, ვარჯიშების დაგეგმვისთვის, ნაკლისგამოსწორებისთვის და ფეხბურთელებზე სრული მონაცემების მიღებისთვისაა საჭირო.

ქართველი ბუნებრივი ფიზიკური მონაცემებით სხვებზე ძლიერი რომ არის ამას უცხოელებიც აღიარებენ.

არასწორი ვარჯიშით ქართველი ფეხბურთელები რა შედეგსაც აღწევენ ესეც ყველამ იცის.

საინტერესოა, სტატიკური მდგომარეობიდან 30 მეტრს რამდენ წამში ფარავენ ეს უჩვეულოდ მაღალი სისწრაფის მქონე ქართველი ფეხბურთელები?
გუჯა კახაძე
22:44 08-10-2017
0
მაქსიმალურ სიჩქარესთან დაკავშირებით გაკვირვებას იწვევს რესპონდენტის ასეთი კომენტარი: „აქ სხვა რამეა დასახვეწი: რამდენი დრო მოანდომა მან ამ სისწრაფის მიღწევას, რამდენი მეტრი დასჭირდა ამისთვის“???? რა მნიშვნელობა აქვს დროსა და მანძილს? მაქსიმალური სიჩქარე ნიშნავს, რომ ვიღაცამ დროის ერთ გარკვეულ მომენტში განავითარა გარკვეული სიჩქარე და არა აქვს მნიშვნელობა, ამ სიჩქარით რა მანძილი დაფარა მან.
გულშემატკივარი
17:19 06-10-2017
1
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2017
#
გუნდი
30
20
5
5
45
65
30
18
7
5
24
61
30
13
4
13
-10
43
30
9
7
14
-8
34
30
10
2
18
-23
32
30
4
8
18
-31
20
30
2
7
21
-45
13