ბაჩანა ცხადაძე კარიერას საჩხერის "ჩიხურაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ტრავმამ არაერთი ქართველი ფეხბურთელი დახია უკან და სანაკრებო კარიერაც დაუბრკოლა - ლევან მჭედლიძე, ჯანო ანანიძე, მათე ვაწაძე, ახლა თორნიკე ოქრიაშვილიც...

მართალია, ნაკრებში სისტემატურად არ თამაშობდა, მაგრამ საკმაოდ კარგი საკლუბო კარიერა ჰქონდა ბაჩანა ცხადაძეს. თუმცა თავდამსხმელს კარიერის საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ ტრავმის გამო გაუცდა.

2016 წელს, თბილისის "ლოკომოტივიდან" "სამტრედიაში" გადასული თავდამსხმელი პირველივე შეხვედრაში მძიმედ დაშავდა და კარგა ხანს მკურნალობდა. ახლა ის უკვე მომჯობინდა და როგორც თავად გვითხრა, საჩხერის "ჩიხურაში" ჩაირიცხა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ყველა გადაბერებული ნათრევი ფეხბურთელი ჩვენთან უნდა მოიყვანონ, მომავალზე ესენი არ ზრუნავენ, ზიან თბილად და მხოლოდ ერთ ადგილს უფრთხილდებიან. ერთი ფეხბურთელიც კი არ გაუზრდია საჩხერის ჩიხურას, მაშინ როდესაც ივანიშვილის წყალობით ხელფასებიც ნორმალური აქვთ მწვრთნელებს და ფეხბურთელებს და ყველაფერი. გადაბერებული სიახლეებისადმი ჩაკეტილი ბავშვთა მწვრთნელები არიან თავისთვის და ამ ჩვენს საშუალოზე დაბალი დონის ჩემპიონატში ასეთი ,,გამოცდილი" და ფეხბურთელებით კი აღწევენ ელემენტარულ შედეგს. თუ ვინმეს გონია რომ აქედან რამე გამოვა ძაან ცდება. რაში ხარჯავს ბიძინა ფულს გასაკვირია.
giorgi
12:46 05-10-2017
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული