ბაჩანა ცხადაძე კარიერას საჩხერის "ჩიხურაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ტრავმამ არაერთი ქართველი ფეხბურთელი დახია უკან და სანაკრებო კარიერაც დაუბრკოლა - ლევან მჭედლიძე, ჯანო ანანიძე, მათე ვაწაძე, ახლა თორნიკე ოქრიაშვილიც...

მართალია, ნაკრებში სისტემატურად არ თამაშობდა, მაგრამ საკმაოდ კარგი საკლუბო კარიერა ჰქონდა ბაჩანა ცხადაძეს. თუმცა თავდამსხმელს კარიერის საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ ტრავმის გამო გაუცდა.

2016 წელს, თბილისის "ლოკომოტივიდან" "სამტრედიაში" გადასული თავდამსხმელი პირველივე შეხვედრაში მძიმედ დაშავდა და კარგა ხანს მკურნალობდა. ახლა ის უკვე მომჯობინდა და როგორც თავად გვითხრა, საჩხერის "ჩიხურაში" ჩაირიცხა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ყველა გადაბერებული ნათრევი ფეხბურთელი ჩვენთან უნდა მოიყვანონ, მომავალზე ესენი არ ზრუნავენ, ზიან თბილად და მხოლოდ ერთ ადგილს უფრთხილდებიან. ერთი ფეხბურთელიც კი არ გაუზრდია საჩხერის ჩიხურას, მაშინ როდესაც ივანიშვილის წყალობით ხელფასებიც ნორმალური აქვთ მწვრთნელებს და ფეხბურთელებს და ყველაფერი. გადაბერებული სიახლეებისადმი ჩაკეტილი ბავშვთა მწვრთნელები არიან თავისთვის და ამ ჩვენს საშუალოზე დაბალი დონის ჩემპიონატში ასეთი ,,გამოცდილი" და ფეხბურთელებით კი აღწევენ ელემენტარულ შედეგს. თუ ვინმეს გონია რომ აქედან რამე გამოვა ძაან ცდება. რაში ხარჯავს ბიძინა ფულს გასაკვირია.
giorgi
05 ოქტომბერი 2017 12:46
2
ახალგაზრდა ფეხბურთელები, ლოკომოტივს,საბურთალოს და დინამოს ყავთ. რამდენ წელს ითვლის მათი აკადემია და რამდენის საჩხერის გეცოდინება. ფეხბურთელის გაზრდას დრო უნდა. საჩხერეში 500 ბავშვი ვარჯიშობს, მხოლოდ ადგილობრივი რადგან ქუთაისიდან არავინ ჩამოიყვანს ბავშვს მანდ. საჩხერე არ არის საფეხბურთო ტრადიციების ქალაქი. იჯარით იყვნენ დინამოს ფეხბურთეელები საჩხერეში და მათი წარამატებაც გემახსოვრება, თუმცა გადადიან თავიანთ კლუბებში ნახევარ სეზონში... არც ფინანსური მდგომარეობთ გამოირჩევა გუნდი ასე, რომ რა ფეხბურთელებიც არის იმათ არჩევენ, რომ მიზანს მიაღწიონ და საჩხერეში და ზემო იმერეთში ფეხბურთი უფრო მასიური გახდეს..
გიორგის
18 ოქტომბერი 2017 14:20
0

სიახლეები პოპულარული