ტორპედო-საბურთალო 2:0 - ქუთაისი ოქროსკენ იწევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქუთაისის "ტორპედომ" ტურის ცენტრალურ მატჩში "საბურთალო" დაამარცხა და ისევ ჩაერთო საჩემპიონო ბრძოლაში. კახა ჩხეტიანმა ორი ფორვარდით შეუტია მეტოქეს და ამ ტაქტიკამ შედეგი მოიტანა.

თუ "ტორპედოს" ნაკლებად ჰქონდა შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემები, "საბურთალომ" დისკვალიფიკაციის გამო ელვინ ტერა მოისაკლისა. გარდა ამისა, თადარიგში აღმოჩნდნენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით ითამაშეს "ბურსასფორთან" პირველ, საგარეო მატჩში...

ქუთათურებმა სწრაფი გოლი გაიტანეს. უპირატესობას ისინი ფლობდნენ და ეს უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ "ბოლო იმედის" ჯარიმისთვის თბილისელთა მცველი ცოტნე ნადარაია
გააძევა.

ვერავინ იტყვის, რომ ვერდიქტი უსამართლო იყო, მაგრამ ჩვენ ის უფრო გაგვიკვირდა, რატომ არ დასაჯა მსაჯმა მანამდე გიორგი გურული, ვინც ბურთი დაკარგა და წესების დარღვევით შეაჩერა თბილისელი შემტევი...

მალევე "ტორპედომ" ორამდე გაზარდა უპირატესობა. ბოლო, წარმატებული და შედეგიანი მატჩების ფონზე, "საბურთალოსთვის" ქუთაისური მატჩი უიღბლო გამოდგა - ნადარაიას გაძევებას ვლადიმერ მამუჩაშვილის ტრავმაც დაემატა. ფეხბურთელმა გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარებამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამუჩაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. ის 24 საათის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება...

კარგად ითამაშეს "ტორპედოს" ლიდერებმა. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გრიგოლ დოლიძემ. კარგები იყვნენ ლევან კუტალია, ლაშა კუჭუხიძე და გიორგი კუხიანიძეც, საუკეთესოდ კი გიორგი ქიმაძეს დავასახელებთ, ვინც მარცხენა ფლანგზე შეუდარებელი იყო.

მატჩის სტენოგრამა
11' - გოლი! 1:0! დოლიძის შესანიშნავი ფლანგური გადაცემა და კუტალიას მძლავრი თავურით გააქვს გოლი "საბურთალოს" კარში.
24' - ხარაიშვილის ჯარიმა. კვასხვაძე ადგილზეა.
28' - დოლიძემ პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია ბურთი "საბურთალოს" კარში. კუპატაძემ საიმედოდ ითამაშა.
35' - უკუგდებულ ბურთს ტაბატაძემ ძლიერად დაჰკრა და "საბურთალო" კუპატაძემ იხსნა.
38' - შინდაგორიძისა და მუიეცის კომბინაცია. შეტევაში ჩართულმა მარგველაშვილმა ხარიხას გაარტყა.
51' - ნადარაიას "ბოლო იმედის" ჯარიმა კაპანაძეზე. არბიტრი იღებს წითელ ბარათს...
54' - კაპანაძის დარტყმული კუპატაძემ მოიგერია, კუტალიას დარტყმის შემდეგ კი ბურთი საბურთალოელთა მცველს მოხვდა.
57' - ქიმაძის შორეული დარტყმა სტუმართა კარს ოდნავ ასცდა.
65' - მამუჩაშვილს ერთ-ერთი ქუთაისელი ფეხბურთელის მიერ დარტყმული ბურთი სახეში მოხვდა. ადგილობრივი ძალები საკმარისი არ აღმოჩნდა და მინდორზე სასწრაფო დახმარების მანქანა შევიდა...
71' - კუტალია "საბურთალოს" საჯარიმოში წააქციეს. პენალტი!
73' - გოლი! 2:0! კუხიანიძემ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ცივსისხლიანად შეასრულა.
89' - ხარაიშვილის ჯარიმა. ბურთი მცირე მანძილით სცდება "ტორპედოს" კარს.

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური
30.09. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-საბურთალო 2:0
გოლები: 1:0 კუტალია (11), 2:0 კუხიანიძე (72-პენ)
ტორპედო (4-4-2): კვასხვაძე - ტაბატაძე, გურული, ხურცილავა, ქიმაძე - დოლიძე (77. კორობკა), ფალავანდიშვილი, კუხიანიძე, კუტალია - კაპანაძე (88. ტუღუში), კუჭუხიძე (85. ბერიაშვილი).
სათადარიგოები: ქვილითაია, ჭიჭინაძე, მამასახლისი, ბაბუნაშვილი
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
საბურთალო (4-4-2): კუპატაძე - იაშვილი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ნადარაია - მამუჩაშვილი (70. კოხრეიძე), თარხნიშვილი, ხარაიშვილი, შინდაგორიძე - ვოლკოვი (77. ბიძინაშვილი), მუიეცი (55. ლაკვეხელიანი).
სათადარიგოები: გოშაძე, მალი, იმნაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: თარხნიშვილი (19), კუხიანიძე (62)
გაძევება: ნადარაია (51. საბურთალო)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 23
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11

მომდევნო ტური
13 ოქტომბერი, პარასკევი
ჩიხურა-სამტრედია
დინამო (ბთ)-დილა

14 ოქტომბერი, შაბათი
ტორპედო-შუქურა

15 ოქტომბერი, კვირა
საბურთალო-კოლხეთი
დინამო (თბ)-ლოკომოტივი.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ყველაფერი კეთთება შიგნიდან რომ ტორპედო გაქრეს სპორტულ რუქიდან,
ნათელმხილველი
15:34 06-10-2017
0
Shen jango xar tu jano ar ar gicnob da rogorc pirovnebas cudad ver shegafaseb aranairi ufleba ar mak sheni pirovneba gavlandzgo mara tvalshi ro gamogaxeda uketesad jobia rato xar dabogmili ase torpedoze torpedo dedas utynavda yvela gunds da ase gaagrdzelebs sul ra gixaria am dinamos hempionoba hempioni gaxdes dinamovo ro wer ageraa sul male torpedo samtredia yvela tamashi ro wavagot samtredias mainc movtynavt daisvenebt mere da ras dawer unda vnaxo
nikka
16:21 03-10-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული