ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური: წითელი ბარათი, სასწრაფო დახმარება მოედანზე და გამარჯვებული "ტორპედო"

AutoSharing Option
30 სექტემბერს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXVIII ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედომ" "საბურთალოს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

დღევანდელ თამაშს ორივე კლუბისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: "ტორპედოს" საჩემპიონო ამბიციები აქვს და "საბურთალოს" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ზონაში სურს მოხვედრა.

მასპინძლებმა თამაშის დაწყებისთანვე მოიპოვა უპირატესობა და სტუმრებს აქტიურად უტევდნენ. ერთ ესეთ შეტევას მე-11 წუთზე ლევან კუტალიას გოლი მოჰყვა, რომელსაც საგოლე გადაცემა გრიგოლ დოლიძემ გაუკეთა.

თამაშის მეორე ნახევარის დაწყებიდან, მალევე ცოტნე ნადირაიამ წითელი ბარათი მიიღო და "საბურთალო"
კაცნაკლული დატოვა. ამას დაემატა თბილისელებისთვის ისიც, რომ გუგა ფალავანდიშვილის ძლიერად დარტყმული ბურთი, სახეში მოხვდა ვლადიმერ მამუჩაშვილს და გონება დააკარგვინა. რის შემდეგაც მოედნიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ გაიყვანა და გია ჭიაბრიშვილმა მამუჩაშვილის ნაცვლად, გიორგი კოხრეიძე გამოიყვანა.

ცოტა ხნის შემდეგ "ტორპედომ" პენალტი მოიპოვა და გიორგი კუხიანიძემ გოლად აქცია. საბოლოო ჯამში კი მატჩი 2:0 დასრულდა ქუთაისელთა სასარგებლოდ.

ამ გამარჯვებით "ტორპედო" მე-2 ადგილზეა 55 ქულით და პირველ ადგილოსან თბილისის "დინამოსთან" სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა. "საბურთალო" მე-5 ადგილზეა 43 ქულით.

ასევე დაგაინტერესებთ