ეროვნული ლიგა. XXVIII ტური: "ლოკომოტივი" იგებს, სიხარულიძე იტანს

AutoSharing Option
30 სექტემბერს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXVIII ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ლოკომოტივმა" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

სტუმრებს მისალმება არ აცალა "რკინიგზელთა" ფორვარდმა ირაკლი სიხარულიძემ, რომელმაც პირველსავე წუთზე, სტუმართა საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით გაიტანა გოლი. მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ანგარიშზე ახლა უკვე 23 გოლია...

"ლოკომოტივმა" საქმე პირველსავე ტაიმში მოათავა - მე-10 წუთზე კუთხურის შემდეგ მამუკა კობახიძემ გაზარდა ანგარიშში სხვაობა, 37-ეზე კი იმავე სიხარულიძის პასით - გიორგი დიასამიძემ.

ამ გამარჯვებით "ლოკომოტივმა" 48
ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხეა. 29 ქულით მერვეზეა ბათუმის "დინამო".

დღესვე მოგვიანებით, 19:00 სთ-ზე დაიწყება შეხვედრა ქუთაისში, სადაც ადგილობრივი "ტორპედო" "საბურთალოს" დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ტური 29 სექტემბერს გამართული ორი მატჩით გაიხსნა. სამტრედიაში ფოთის "კოლხეთი" და თბილისის "დინამო" დაზავდნენ - 1:1, ხოლო ბათუმის სარაგბო სტადიონზე ქულები ქობულეთის "შუქურამ" და "სამტრედიამ" გაიყვეს - ფრე 2:2.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რას დაამზგავსეთ ბათუმის დინამო, არ გრცხვენიათ, წადით სახლში ბანდა. არა პირველად პასუხი უნდა აგოთ შეჭმულ ფულებზე, შემდეგ ციხე, ციხეში საქათმე და ...
დ.შ
19:56 30-09-2017
0

სიახლეები პოპულარული