ეროვნული ლიგა. XXVIII ტური: ლიდერი უკვე 4 ტურია ვერ იგებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ლიგის ლიდერი თბილისის "დინამო" უკვე მე-4 ტურია მოგებას ვერ ახერხებს.

კახა კაჭარავას გუნდმა ვერც ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ფოთის "კოლხეთს" სძლია, რომელმაც ბოლო 6 მატჩში პირველი ქულა აიღო. არადა, "დინამოს" "კოლხეთთან" გამართულ უკანასკნელ 7 შეხვედრაში 7 მოგება ჰქონდა.

29 სექტემბერს გამართულ ეროვნული ლიგის XXVIII ტურის მატჩში "დინამო" წაგებასთანაც ახლოს იყო. მე-2 ტაიმში სტუმრებს ბევრი კონტრშეტევა გაეპარათ, ერთ-ერთი მათგანი კი იგორ ბროვკოს ზუსტი დარტყმით დასრულდა.

ეს 81-ე წუთზე მოხდა, ორ წუთში კი, ბექა ქავთარაძემ გაათანაბრა, ფრე 1:1 და გუნდებმა თითო
ქულა აიღეს.

თბილისის "დინამო" სატურნირო ცხრილს 59 ქულით ლიდერობს, ფოთის "კოლხეთი" 20 ქულით ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ხდება ტორპედოში, ჩაჩავამ ჩაოოო?
balu
20:20 29-09-2017
0

სიახლეები პოპულარული