34.9 კმ/სთ - ლაკვეხელიანი მსოფლიოს უსწრაფეს ფეხბურთელებს შორის!

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორედ გამოიყენეს "პოლარის" სისტემა, რომელიც ფეხბურთელთა ფიზიკური აქტივობის ანალიტიკურ სურათს იძლევა...

თავდაპირველად, მისი გამოყენება "ტორპედო"-"დინამოს" მატჩზე დაიგეგმა, თუმცა სფფ-ის მედიაპარტნიორ "GFM სტუდიოსთან" კონსულტაციების შემდეგ პროგრამის ისეთ მატჩზე დატესტვა გადაწყდა, რომელიც ინტერნეტსივრცეში გადაიცემოდა. ეს გუნდებს საშუალებას აძლევდა, პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ფეხბურთელთა მონაცემები პირდაპირ ეთერში აესახათ ეკრანზე.

საბოლოოდ, არჩევანი "საბურთალო"-"შუქურას" მატჩზე შეჩერდა.

- საბურთალო-შუქურა 3:2 - რას ბურთაობს "საბურთალო"?! [VIDEO]

ამ გუნდების
საუკეთესო 3-3 ფეხბურთელს საკმაოდ კარგი მონაცემები დაუფიქსირდა: დაფარული მანძილით ორივე გუნდში საუკეთესო გახდა თორნიკე თარხნიშვილი - 11.24 კმ. მეორე-მესამეზეც მისი თანაგუნდელები არიან - ნოდარ იაშვილი (11.18) და ლუკა ლაკვეხელიანი (11,02).

ამ სამეულს სპრინტების რაოდენობაშიც საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდა: იაშვილს - 65, თარხნიშვილს - 55, ლაკვეხელიანს - 48.

მაქსიმალური სიჩქარით გამორჩეულიც საბურთალოელია - ლუკა ლაკვეხელიანმა 34,9 კმ/სთ სისწრაფე აჩვენა. აქ მეორე და მესამე მაჩვენებელი "შუქურას" შემტევ ნახევარმცველებს აქვთ - სანდრო გურულსა (33.2 კმ/სთ) და მარსელოს (32,3 კმ/სთ).

ახლა ვნახოთ, როგორ გამოიყურება საუკეთესო სამეულები:

საბურთალო
დაფარული მანძილი (კმ)
თორნიკე თარხნიშვილი 11.24
ნოდარ იაშვილი 11.18
ლუკა ლაკვეხელიანი 11.02

სპრინტები
ნოდარ იაშვილი 65
თორნიკე თარხნიშვილი 55
ლუკა ლაკვეხელიანი 48

მაქსიმალური სიჩქარე (კმ/სთ)
ლუკა ლაკვეხელიანი 34.9
ნოდარ იაშვილი 32.2
თორნიკე თარხნიშვილი 29.6

შუქურა
დაფარული მანძილი (კმ)
სანდრო გურული 10.79
აგრბე დასე 10.31
მარსელო 10.09

სპრინტები
სანდრო გურული 38
აგრბე დასე 37
მარსელო 33

მაქსიმალური სიჩქარე (კმ/სთ)
სანდრო გურული 33.2
მარსელო 32.3
აგრბე დასე 29.1

შეიძლება ითქვას, რომ ლაკვეხელიანმა ამ კონკრეტულ თამაშში ფენომენალური შედეგი აჩვენა: საგანგებოდ მოვიძიეთ მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მოთამაშეების მაჩვენებლები და აღმოჩნდა, რომ 18 წლის ქართველი მხოლოდ "მანჩესტერის" და "რეალის" ფეხბურთელებს - ანტონიო ვალენსიასა და გარეთ ბეილს ჩამორჩება:

მაქსიმალური სიჩქარე (კმ/სთ)
ანტონიო ვალენსია 35.1
გარეთ ბეილი 35.0
აარონ ლენონი 33.8
კრიშტიანო რონალდო 33.6
თეო უოლკოტი 32.7
ლიონელ მესი 32.5
უეინ რუნი 31.2
ფრანკ რიბერი 30.7
არიენ რობენი 30.4
ალექსის სანჩესი 30.1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
Kargii ra gadaobt
vaxtangi
19:45 30-09-2017
2
Kai ras gadaobd vinc gackobt da gamzadebuli kavtmsareklamod imas ucert ramdensac gindad dajibred lakvexelidzes nebismier gundidan kvela da naxav shedegs
vaxtangi
19:43 30-09-2017
3

სიახლეები პოპულარული