ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

გიორგი დევდარიანი: ეს ის ფეხბურთი არ იყო...

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის XXVII ტურში "ლოკომოტივმა" "ჩიხურას" 3:0 მოუგო. "რკინიგზელთა" შედეგიანობა შთამბეჭდავია - თამაშში საშუალოდ 1,85 გოლი. ბრწყინვალე ფორმაშია ეროვნული ლიგის ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე, რომელიც "ლოკომოტივს" 22 გოლით შეეწია.

- ლოკომოტივი-ჩიხურა 3:0 - სულ უფრო სოლიდური [VIDEO]

ცხადია, გიორგი დევდარიანი კონკრეტულად "ჩიხურასთან" გამარჯვებით გახარებული იყო, რადგან მისმა გუნდმა უშუალო კონკურენტს უკვე 5 ქულით გაასწრო, მაგრამ...

"ჩემი აზრით, 3:0 გუნდებში განსხვავებას ვერ ასახავდა, თვით იმისდა მიუხედავად, რომ "ლოკომოტივმა" თამაში უკეთ ჩაატარა, ვიდრე "ჩიხურამ". თუმცა
ეს არ ნიშნავს, რომ დღეს ზოგადად კარგად ვითამაშეთ. ეს ის ფეხბურთი არ იყო, რისკენაც კლუბი მიისწრაფვის.

თუმცა, უშუალო მეტოქესთან 3 ქულა მაინც მნიშვნელოვანია. ეროვნული ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის და თითოეულ ქულას ძალიან მაღალი ფასი აქვს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"