ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. XXVII ტური: "დილამ" "სამტრედია" დაამარცხა

AutoSharing Option

23 სექტემბერს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXVII ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც გორის "დილამ" "სამტრედიას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში მე-11 წუთზე დავით კირკიტაძემ გახსნა. ამით გორელების აქტიურობა არ დასრულებულა და 10 წუთში სხვაობა ლევან ნონიკაშვილმა ორამდე გაზარდა.

სამტრედიელები მალევე გამოფხიზლდნენ და 32 წუთზე ნიკა სანდოხაძემ ერთი ბურთი გაქვითა. ტაიმის მიწურულს იმერლებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა 
თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და არ ჩათვალა.

მეორე ტაიმი დაბალი ტემპით მიმდინარეობდა და ანგარიში არ შეცვლილა. 

ამ გამარჯვებით გორელებმა გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს და 31 ქულით მე-7 ადგილზე არიან. სამტრედიელებს 51
ქულა აქვთ და ეროვნულ ლიგაში მე-3 ადგილზე არიან.