თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში მე-11 წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გახსნა, რომელმაც მალევე, 22-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ცნობისთვის, "ლოკომოტივის" ფორვარდი ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 22 გატანილი გოლით ლიდერობს.
საბოლოო ანგარიში გიორგი დიასამიძემ 55-ე წუთზე დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით "ლოკომოტივმა" 45 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზეა. 40 ქულით მეექვსეა "ჩიხურა".
დღეს ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება - 20:00