ეროვნული ლიგა. XXVII ტური: "ლოკომოტივმა" "ჩიხურას" მოუგო

AutoSharing Option
23 სექტემბერს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXVII ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის "ლოკომოტივმა" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცა.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში მე-11 წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გახსნა, რომელმაც მალევე, 22-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ცნობისთვის, "ლოკომოტივის" ფორვარდი ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 22 გატანილი გოლით ლიდერობს.

საბოლოო ანგარიში გიორგი დიასამიძემ 55-ე წუთზე დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით "ლოკომოტივმა" 45 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზეა. 40 ქულით მეექვსეა "ჩიხურა".

დღეს ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება - 20:00
სთ-ზე გორში "დილა" "სამტრედიას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლოკოს სტაბილურობა აკლია და ცოტა დაცვა მოიკოჭლებს , ეს არის დევდარიანის გუნდის ნაკლი
დათო
15:49 25-09-2017
0

სიახლეები პოპულარული